ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

12 აგვისტო 2026 image

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

IDFI-ის მრავალწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ საჯარო უწყებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის სრულყოფილად, თანმიმდევრულად და მაღალი სტანდარტით გამოქვეყნებას. 

20 ივლისი 2026 image

თავისუფლების კლებისა და კეთილდღეობის ზრდის ასიმეტრია: საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ ინდექსებში

„ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების მიხედვით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. თუმცა ქვეყნის ორი ძირითადი მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებული ტრაექტორიით ვითარდება: თავისუფლების ინდექსში 2018 წლის შემდეგ დაწყებული კლება გრძელდება, მაშინ როდესაც კეთილდღეობის ინდექსი, შენელებული ტემპით, თუმცა მაინც ზრდას აჩვენებს.

 

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავისუფლების ქულა 66.6-ს შეადგენს, რითაც ქვეყანა 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილს იკავებს. კეთილდღეობის ინდექსში კი საქართველო 78.2 ქულით 43-ე პოზიციაზეა. შედარებისთვის, ქვეყანას თავისუფლების ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი — 76 ქულა — 2018 წელს ჰქონდა.

2 ივნისი 2026 image

დასაქმების პროგრამა თუ გაფლანგული ასეულობით მილიონი ლარი?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2026 წლის I კვარტლის მდგომარეობით ქვეყანაში დასაქმებული იყო 1369.2 ათასი კაცი, ხოლო უმუშევრობის დონე 14.4%-ს შეადგენდა. 

15 მაისი 2026 image

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

2022 წლის შემდეგ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აჭარბებს საბაზო სარგოს ზრდის ტემპს. 

10 ნოემბერი 2025 image

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. 

4 აგვისტო 2025 image

დამალული სასამართლო სტატისტიკა

უზენაესი  სასამართლო  და თბილისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის შემდეგ საკუთარ ვებ-გვერდზე აღარ აქვეყნებს  სასამართლო სტატისტიკას.

 

 

 

 

20 მაისი 2025 image

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

სტატიაში მიმოხილულია ქალაქ თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების მიერ, 2023 წლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით,  გზების შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელს შპს პარმა წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია 2003 წლის 12 ნოემბერსაა რეგისტრირებული და ამ მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან კომპანიის დირექტორი დავით თოფურიაა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრია.   

24 აპრილი 2025 image

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

აღნიშულ კვლევაში გაგაცნობთ 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ შემოწირულებებს, შემომწირველების კავშირს ბიზნესთან, თავად მმართველ პარტიასთან, სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და ამ პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა საეჭვო გარემოებებს.

6 თებერვალი 2025 image

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ექსპორტირებული მონაცემები

2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს.  ასევე, ანტიკორუფციული ბიურო არ  გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.   

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, IDFI აქვეყნებს ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან (declaration.acb.gov.ge) ექსპორტირებულ მონაცემთა ბაზებს,  სადაც თავმოყრილია  2017-2024 წლებში (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციებში ასახული მონაცემები.

 

26 დეკემბერი 2024 image

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

შსს-ს “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში” მონაწილე მოსამსახურების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში კომპანია შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი იმარჯვებს.

პირველი წინა 1 2 3 4 5 6 129 ბოლო