სტატიაში მიმოხილულია ქალაქ თბილისის მერიისა და რაიონული გამგეობების მიერ, 2023 წლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით, გზების შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებელს შპს პარმა წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია 2003 წლის 12 ნოემბერსაა რეგისტრირებული და ამ მიმართულებით საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან კომპანიის დირექტორი დავით თოფურიაა, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლო გარემოცვის წევრია.