თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ექსპორტირებული მონაცემები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 6 თებერვალი 2025

2024 წლის დეკემბრიდან საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა აღარ აქვს.  ასევე, ანტიკორუფციული ბიურო არ  გასცემს საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს.   

 

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, IDFI აქვეყნებს ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან (declaration.acb.gov.ge) ექსპორტირებულ მონაცემთა ბაზებს1,  სადაც თავმოყრილია  2017-2024 წლებში (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციებში ასახული მონაცემები.

 

 

დეკლარაციები 2024 (იანვარი-ნოემბერი)

დეკლარაციები 2023

დეკლარაციები 2022

დეკლარაციები 2021

დეკლარაციები 2020

დეკლარაციები 2019

დეკლარაციები 2018

დეკლარაციები 2017

 

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, ანტიკორუფციული ბიუროსთან დეკლარაციების საჯაროობასთან დაკავშირებით წარმოებული კომუნიკაციის ქრონოლოგია გვარწმუნებს, რომ საქართველოში თანამდებობის პირთა დეკლარაციების გამოქვეყნება შეიზღუდა მენეჯერული/პოლიტიკური გადაწყვეტილების  საფუძველზე. 

 

2024 წლის 6 დეკემბერი - IDFI-იმ ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

2024 წლის 16 დეკემბერი - ბიურომ IDFI-ს ვერბალურად განუმარტა, რომ შეზღუდვა  გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.

2024 წლის 17 დეკემბერი - ბიურომ წერილობით განმარტა, რომ მათ აკისრიათ დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. მათ მოწოდებულ პასუხში ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ იყო ნახსენები. 

2024 წლის 18 დეკემბერი - IDFI ბიუროში აგზავნის დამაზუსტებელ წერილს დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვის მიზეზებთან დაკავშირებით პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად.
2024 წლის 19 დეკემბერი -  IDFI ავრცელებს საჯარო განცხადებას და ბიუროს მოუწოდებს დაუყოვნებლივ  გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა. 

2024 წლის 24 დეკემბერი -  ბიურო IDFI-ს წერილობით განუმარტავს რომ დეკლარაციების პორტალის ტექნიკური ხარვეზი უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. 

2025 წლის 13 იანვარი -  IDFI ბიუროდან  ითხოვს 2024 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ასლებს.

2025 წლის 24 იანვარი - ბიურო არ ასაჯაროებს მოთხოვნილი  დეკლარაციების ასლებს და პასუხად განმარტავს,რომ დეკლარაციების შინაარსის საჯაროობა უზრუნველყოფილია მათი ვებ-გვერდის მეშვეობით.  თუმცა, როგორც აღვნიშნეთ  პორტალი დღემდე არ ფუნქციონირებს. 

 

IDFI მიიჩნევს რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის შეზღუდვა,  არსებითად დაბრკოლებას უქმნის  კორუფციასთან ბრძოლის  მიმართულებით ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას და რადიკალურად ამცირებს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების ხარისხს.   

 

 

 

 მონაცემთა ბაზები  ჩამოტვირთულია საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდიდან. IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულია ექსპორტირებული პირველადი სახით  და მის სისრულეზე და სიზუსტეზე არ იღებს პასუხისმგებლობას.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024