საჯარო დაწესებულებების 2023 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის მონიტორინგის შედეგები
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნოს, მიმდინარე წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ.