სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

სიახლეები | პუბლიკაციები | ანგარიში 1 ნოემბერი 2024

 

 

მას შემდეგ, რაც 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გასცა,  12 საზოგადოების ორგანიზაციის არაფორმალურმა კოალიციამ შეიმუშავა ხედვა 9 ნაბიჯის განხორციელების შესახებ და შესაბამისი პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმების მიმდინარეობის მონიტორინგი გააგრძელა. კოალიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფი პროგრესის ხელშეწყობა, ევროკავშირში გაწევრების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და მოლაპარაკებების დროულად გახსნის მიზნით. 

 

კოალიციამ ხსენებული ხედვა წარუდგინა ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიას და ასევე მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში თანამშრომლობისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთავაზებით, რაზეც ადმინისტრაციას ინტერესი  არ გამოუხატავს. 

 

2024 წლის აპრილში კოალიციის მიერ გამოქვეყნებული პირველი შეფასების თანახმად, უმნიშვნელო პროგრესი დაფიქსირდა 9 ნაბიჯიდან მხოლოდ ორი მიმართულებით, ხოლო 7 მიმართულებით წინსვლას ადგილი არ ჰქონია. 

 

2024 წლის „სტატუსმეტრის“ მე-2 გამოცემა დეტალურად აღწერს ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული 9 მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, ამ ეტაპზე რეფორმების განხორციელების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით 9 ნაბიჯიდან მხოლოდ 1 მიმართულებით (პერსონალური მონაცემების დაცვა) ფიქსირდება მცირედი პროგრესი, ხოლო დანარჩენი მიმართულებებით წინსვლა არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში 2024 წლის აპრილის შემდეგ სახეზეა უკუსვლა.

 

* * * * *

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ოთხი თვის თავზე, მმართველმა გუნდმა განმეორებით დააინიცირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მიუხედავად ხალხმრავალი და ხანგრძლივი პროტესტისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა, საქართველოს პარლამენტმა კანონი 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მიიღო. კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ხშირი იყო სამართალდამცველებისა და დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები, რომელთაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია. 

 

2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ მკაცრად შეაფასა საქართველოში მიმდინარე მოვლენები - როგორც კანონის მიღების კუთხით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და მედიის მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს „ფაქტობრივად შეჩერებული“ უწოდა. შეჩერდა  ევროკავშირის 2024 წლის 30 მილიონიანი მხარდაჭერა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF), ისევე როგორც 121 მილიონიანი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საფუძვლით. ევროკავშირის ინსტიტუტების გადაწყვეტილებით, ასევე შეჩერდა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდან არაერთგზის გაესვა ხაზი, რომ ვითარების შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, ევროკავშირი სხვა ზომების მიღებასაც განიხილავს, რაც, მათ შორის, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებასაც მოიცავდეს. ასევე, საქართველოსათვის ფინანსური დახმარებები და თანამშრომლობის ფორმატები შეჩერებულია ცალკეული პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც. 

 

გარდა ე.წ. აგენტების შესახებ კანონისა, მმართველმა გუნდმა დააინიციირა და მიიღო არაერთი სხვა ანტიდემოკრატიული და საფრთხის შემცველი საკანონმდებლო აქტი, მათ შორის ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ და  „კანონი „ოფშორების შესახებ“, რომელიც საქართველოში საეჭვო წარმომავლობის აქტივების შემოდინების შესაძლებლობას იძლევა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების რისკებს ზრდის.

 

რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, ამ კანონის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს იძულებითი აღსრულების პროცესი, რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს. 

 

ამ პროცესების პარალელურად, მმართველი გუნდის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მადისკრედიტირებელმა და დეზინფორმაციულმა კამპანიამ უპრეცენდენტო მასშტაბებს მიაღწია და ღიად კონფრონტაციული შინაარსი შეიძინა.  

 

სახელისუფლებო გუნდის საკანონმდებლო ინიციატივები, ისევე როგორც მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკა და სხვა ქმედებები ნათლად მიუთითებს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრ ცვლილებაზე, რაც, ფაქტობრივად, ევროკავშირში გაწევრებაზე უარის თქმას ნიშნავს. 

 

თუმცა, ამ ფონზე, „ქართული ოცნება“ კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.    

 

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა როგორც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ასევე არჩევნების დღეს.  ევროკავშირის ოფიციალური პირები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პირველად შეფასებებს, რომელიც არ ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და ხაზს უსვამენ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

 

30 ოქტომბერს ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების კუთხით პროგრესი არ აღინიშნება. ევროკომისია უარყოფითად აფასებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასა და სხვა თანმდევ ნეგატიურ განვითარებებს, რამაც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უკუსვლა და გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ხელისუფლების მიერ საგარეო კურსის შემობრუნების ნიშნები არ ჩანს, სამოქალაქო ორგანიზაციების არაფორმალური კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების მონიტორინგის გაგრძელებას. კოალიცია თვლის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე კვლავ დაბრუნების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების მიერ მომზადებული ანგარიშები მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის სწრაფი რეფორმების გასატარებლად და ერთგვარი საგზაო რუკის ფუნქციას შეასრულებს. 

 

/public/upload/02. gdavituri/statusmeter/Statusmeter2.0GE.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024