ანგარიში

27 მაისი 2021 image

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვა

გლობალურმა პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა  შეზღუდვებმა, საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკურ კრიზისთან ერთად, გავლენა იქონია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზესაქართველოში, შეაფერხა მოსალოდნელი საკანონდებლო ცვლილებების მიღებისა  და საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების პროცესი. 

 

25 მაისი 2021 image

de facto საგანგებო მდგომარეობის ერთი წელი საქართველოში და ადამიანის უფლებები პანდემიისას

ერთ წელზე მეტია საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებს. ამ ბრძოლის ეფექტებს სოციალური ურთიერთობების არცერთი სფერო არ დაუტოვებია ხელშეუხებელი.

9 მარტი 2021 image

საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ხარჯების მონიტორინგი

2020 წლის ივლისი-ნოემბერი პერიოდში, პროექტის, „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“,  ფარგლებში IDFI-ს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი. 

28 იანვარი 2021 image

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - ანგარიში 2020

ანგარიშის მიზანია მკითხველს წარუდგინოს გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში (Transparent Public Procurement Rating - TPPR) შემავალი ქვეყნების შეფასებები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემათა ძლიერი და სუსტი მხარეები და განიხილოს რეიტინგის მოწინავე და ისევე როგორც ბოლო პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოთა შეფასებები.

23 დეკემბერი 2020 image

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

23 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.

 

10 ნოემბერი 2020 image

საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიმოხილვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოცემულ ანგარიშში განიხილა დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე, ამ მხრივ არსებული მიღწევები და გამოწვევები სამი ძირითადი მიმართულებით - სამართლებრივი განზომილება, ინსტიტუტიცური განზომილება და მემორიალური განზომილება. 

30 ივლისი 2020 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ანხორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

15 ივნისი 2020 image

IDFI-ს აქტივობები COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ

Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. კერძოდ, IDFI-მ მოამზადა 20 ანალიტიკური სტატია, 1 ვიდეორგოლი, 5 ვიზუალიზაცია, ჩაატარა 1 ვებინარი/ონლაინ დისკუსია და 1 ტრენინგ-კურსი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის.

 

8 ივნისი 2020 image

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთადაქვეყნებს ჩრდილოვან ანგარიშს „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“.

3 ივნისი 2020 image

IDFI-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ანგარიში წარადგინა

2 ივნისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. ანგარიში შეეხება ისეთ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს.