სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.