ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი სახელმწიფო უწყებების დაჯილდოება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში | სტატია 10 ივლისი 2019

40-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ (G4G) მიერ ორგანიზებულ - საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების 2014-2019 წლების ანგარიშის - პრეზენტაციასა და გამარჯვებული კანონპროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე.

 

კანონპროექტების მომზადების პროცესში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის ჯილდოები გადაეცათ შემდეგ სამინისტროებს: 1. საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. საგადასახადო კოდექსი ცვლილებების შეტანის შესახებ-კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი ე.წ. ესტორნური მოდელი-ფინანსთა სამინისტრო; და 2. საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.


შეხვედრა გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ირინა ფრუიძემ.

 

გიორგი კლდიაშვილის აზრით „კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ყველაზე წარმატებული შემთხვევების გამოვლენით IDFI-ის გუნდი ხელს უწყობს პოლიტიკის დაგეგმვის ადრეულ ეტაპებზე ეფექტური კონსულტაციის პოზიტიურ გავლენას, და პოლიტიკის შემუშავების ყველა ეტაპზე მეტად ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესს.“


ირინა ფრუიძემ ფართოდ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის იმ საზედამხედველო მექანიზმების შესახებ რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. „საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგანაც ჩართულობა, მონაწილეობა და თანამშრომლობა ხელს უწყობს უფრო ეფექტური კანონებისა და პოლიტიკის გატარებას.” - ირინა ფრუიძე.


კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შედეგებზე საუბრის დროს IDFI-ის მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილი-ფიშერმა აღნიშნა, რომ „საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპზე ჩართულობის მხრივ პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფდნენ ან ცდილობდნენ უზრუნველეყოთ დიალოგი კერძო სექტორთან. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დაწესებულებებს უძნელდებოდათ შეექმნათ მიღებული კომენტარების განხილვისა და მათი ავტორებისთვის უკუკავშირის მიწოდების სისტემატიზებული პროცესი. ამასთან ისინი ერიდებოდნენ დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით აქტივობების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ თბილისზე. კვლევის პროცესმა აჩვენა, რომ რეგულირების გავლენის შეფასება მომზადდა შეფასებული 37 კანონპროექტიდან ექვს შემთხვევაში.“ 

 

2014-2019 წლებში IDFI-ის მიერ სულ შეფასდა 37 კანონპროექტი. შეფასების მიზნებისთვის ჩატარდა 200-მდე ინტერვიუ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/g4g/PPD_Report_for_print GEO_WEB.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024