ანგარიში

10 ნოემბერი 2020 image

საქართველოს მეხსიერების პოლიტიკის მიმოხილვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოცემულ ანგარიშში განიხილა დამოუკიდებელი საქართველოს მეხსიერების პოლიტიკა 1991 წლიდან დღემდე, ამ მხრივ არსებული მიღწევები და გამოწვევები სამი ძირითადი მიმართულებით - სამართლებრივი განზომილება, ინსტიტუტიცური განზომილება და მემორიალური განზომილება. 

30 ივლისი 2020 image

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2010 წლიდან ანხორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს. IDFI-ის სისტემურმა მონიტორინგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების გამოვლენაში, საზოგადოებრივი კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვაში, საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულებისა და ღია მმართველობის განვითარებაში.

15 ივნისი 2020 image

IDFI-ს აქტივობები COVID-19-ის გამოწვევების საპასუხოდ

Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა სხვადასხვა აქტივობები. კერძოდ, IDFI-მ მოამზადა 20 ანალიტიკური სტატია, 1 ვიდეორგოლი, 5 ვიზუალიზაცია, ჩაატარა 1 ვებინარი/ონლაინ დისკუსია და 1 ტრენინგ-კურსი აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებისთვის.

 

8 ივნისი 2020 image

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთადაქვეყნებს ჩრდილოვან ანგარიშს „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“.

3 ივნისი 2020 image

IDFI-მ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის ანგარიში წარადგინა

2 ივნისს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა. ანგარიში შეეხება ისეთ საკვანძო და აქტუალურ საკითხებს.

8 ნოემბერი 2019 image

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) წარადგინეს ანგარიში „სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება - დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა“. ანგარიში მიზნად ისახავს, შეაფასოს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა სასამართლო სისტემის რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში.

6 ნოემბერი 2019 image

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუროკრატიული აპარატის და ხარჯების ანალიზი

2015 წლიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეფორმა სამჯერ განხორცილდა, ყოველ ჯერზე იცვლებოდა უწყების სახელწოდება, სამართლებრივი სტატუსი და მისი ხელმძღვანელი პირები.

29 ოქტომბერი 2019 image

საქართველოს პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიში

დოკუმენტის მიზანია, პროკურატურის სტრატეგიისა და 2017-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის მიმოხილვა. დოკუმენტი აგრეთვე აფასებს პროკურატურის სამოქმედო გეგმას მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

10 ივლისი 2019 image

ჩართულობის მხრივ ყველაზე მაღალი ხარისხის მქონე კანონპროექტების ინიციატორი სახელმწიფო უწყებების დაჯილდოება

30-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელი შეიკრიბა IDFI-ის და USAID-ის პროექტის G4G-ის მიერ ორგანიზებულ - საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების 2014-2019 წლების ანგარიშის - პრეზენტაციასა და გამარჯვებული კანონპროექტების დაჯილდოების ცერემონიალზე.

 

2 ივლისი 2019 image

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგები

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია - 28%. მერიების საშუალო შედეგია - 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%.