გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: დემოკრატიული მმართველობის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი / შეჯამება
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის მუშაობის შედეგები, მე-5 და მე-16 მიზნების განხორციელების შეფასება და სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები - ეს საკითხები იქნა განხილული მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე საჯარო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.