2015-2017 წლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული პაციენტები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ანგარიში 6 მაისი 2018

IDFI-მ 2017 წლის 2 ნოემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა 2015-2017 წლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული მოქალაქეების რაოდენობის, მათთვის გადარიცხული თანხების და დაფინანსების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. სამინისტრომ IDFI-ის მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად მიაწოდა. 


შემდგომში, IDFI-მ სამინისტროს დასახელებული ინფორმაციის 2017 წლის მონაცემების სრულად მისაღებად მიმართა. სამინისტრომ IDFI-ის აღნიშნული ინფორმაცია კვლავ სრულად მიაწოდა. 

 

კვლევის ფარგლებში IDFI-იმ დაამუშავა 2015-2017 წლების სტატისტიკა საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული პაციენტების რაოდენობასა და ბიუჯეტიდან მათზე გამოყოფილი თანხის შესახებ.

 

ძირითადი მიგნებები

 - 2015-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ ჯამში 1,191 პაციენტი დაფინანსდა, რაზეც საერთო ჯამში 14.4 მილიონი დაიხარჯა.


 - ყველაზე მეტი პაციენტი 2016 წელს დაფინანსდა - 478; გამოყოფილი თანხაც ყველაზე მაღალი 2016 წელს იყო - 6,245,362.79 ლარი;


 - პაციენტების უმეტესობას (35%) საზღვარგარეთ მკურნალობა ონკოლოგიის დაავადების გამო უფინანსდებოდათ;


 - გამოყოფილი თანხის უმეტესობაც (მთლიანი თანხის 33.7%), ამ დაავადების მკურნალობაზე მოდიოდა.

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის -„საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის“- ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

  

 

 

/public/upload/pdf/Patients_GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024