ანალიზი

30 აგვისტო 2026 image

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

1950-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ბოლომდე საქართველოში არსებობდა რეგიონული იატაკქვეშა ჯგუფები, არალეგალური სტამბები, პროკლამაციების გავრცელების კოორდინირებული ქსელები, “სამიზდატის” ტექსტები და საერთაშორისო საინფორმაციო არხები. სტატიის მიზანია ამ გამოცდილებების ერთიან ისტორიულ კონტექსტში განხილვადა მათი მნიშვნელობის შეფასება კვლევა ეყრდნობა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების არქივებზე დაფუძნებულ ბიოგრაფიულ ჩანაწერებს, ზეპირ ისტორიებს, მემორიალურ პუბლიკაციებსა და აკადემიურ ლიტერატურას.

24 ივლისი 2026 image

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ისტორიული რევიზიონიზმის, მეხსიერების პოლიტიკისა და დეზინფორმაციული ზემოქმედების ურთიერთკავშირი საქართველოს კონტექსტში. კვლევის ძირითადი მიგნებაა, რომ რუსეთის თანამედროვე საინფორმაციო სტრატეგია მხოლოდ ცალკეული ცრუ ნარატივების გავრცელებას არ ემყარება: იგი ცდილობს თავად იმ ინტერპრეტაციული ჩარჩოების შეცვლას, რომლებითაც საზოგადოება აფასებს სუვერენიტეტს, ოკუპაციას, დასავლურ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ისტორიული მეხსიერების დაცვა, არქივების ღიაობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული განათლება სცდება საზოგადოების ზოგადი კულტურული პოლიტიკის ფარგლებს და ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიული მედეგობისა და „გონებრივი დეოკუპაციის“ საფუძვლად იქცევა.

20 ივლისი 2026 image

თავისუფლების კლებისა და კეთილდღეობის ზრდის ასიმეტრია: საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ ინდექსებში

„ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების მიხედვით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. თუმცა ქვეყნის ორი ძირითადი მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებული ტრაექტორიით ვითარდება: თავისუფლების ინდექსში 2018 წლის შემდეგ დაწყებული კლება გრძელდება, მაშინ როდესაც კეთილდღეობის ინდექსი, შენელებული ტემპით, თუმცა მაინც ზრდას აჩვენებს.

 

2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავისუფლების ქულა 66.6-ს შეადგენს, რითაც ქვეყანა 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილს იკავებს. კეთილდღეობის ინდექსში კი საქართველო 78.2 ქულით 43-ე პოზიციაზეა. შედარებისთვის, ქვეყანას თავისუფლების ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი — 76 ქულა — 2018 წელს ჰქონდა.

14 ივლისი 2026 image

ისტორიის რევიზიონიზმი, რუსული დეზინფორმაცია და საქართველო

საქართველოს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პრობლემა მხოლოდ აშკარად პრორუსული ჯგუფების არსებობა აღარ არის: უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ რუსული პროპაგანდის ცენტრალური კონსტრუქციები — „გარედან მართული ოპოზიცია“, „უცხოელი აგენტები“, „დასავლეთის მიერ ორგანიზებული გადატრიალება“, „მეორე ფრონტის გახსნა“, „ომი ან მშვიდობა“, „ტრადიციული იდენტობის დაცვა ლიბერალური დასავლეთისგან“ — ნორმალიზებულ, ქართულ პოლიტიკურ ენად გარდაიქმნება, რის შედეგადაც კრემლისთვის სასარგებლო წარმოდგენების გავრცელება შესაძლებელია რუსეთის პირდაპირი ხსენებისა და ღია პრორუსული თვითიდენტიფიკაციის გარეშეც.

11 აგვისტო 2025 image

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

საქართველოს რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე შეზღუდვები არ დაუწესებია და შესაბამისად, რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში კანონიერად ხორციელდება. თუმცა, რუსულ ნავთობზე  მაღალი დამოკიდებულება რისკის ქვეშ აყენებს ბაზრის სტაბილურობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსულ კომპანიებზე, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზეც ოპერირებს, კონკრეტული შეზღუდვები წესდება სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის დასავლეთისთვის მიწოდების გამო.

8 აგვისტო 2025 image

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

რუსი სამხედრო სტრატეგები საინფორმაციო ომს განიხილავენ, როგორც მრავალმხრივ ფორმატს, რომელშიც შეთანხმებულად მუშაობს კომპიუტერული ქსელები, ელექტრონული ომი, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ხასიათის ოპერაციები და მათი მუშაობა წინ უსწრებს ტრადიციული სამხედრო ძალების გამოყენებას, ან მათთან ერთად მოქემდებს. საინფორმაციო ომი, რომელიც წინ მიუძღვის სამხედრო ძალების კონვენციურ გამოყენებას, რუსეთის ცივი ომის შემდგომი სამხედრო დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილია.

30 ივლისი 2025 image

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად ავტომობილების რეექსპორტი მინიმალური იყო.

23 ივნისი 2025 image

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ. რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, განსაკუთრებით კი მასში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები.IDFI-ის დაკვირვებით, ფართოვდება აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენება.

 

30 აპრილი 2025 image

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

2025 წლის 24 აპრილს, კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ არხზე (ОРТ) გავიდა ე.წ. “პრანკერების” - ვოვანისა და ლექსუსის შოუ, რომელიც მიეძღვნა საქართველოში 2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 

24 აპრილი 2025 image

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

აღნიშულ კვლევაში გაგაცნობთ 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ შემოწირულებებს, შემომწირველების კავშირს ბიზნესთან, თავად მმართველ პარტიასთან, სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და ამ პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა საეჭვო გარემოებებს.

პირველი წინა 1 2 3 4 5 6 43 ბოლო