კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში
საჯარო მოსამსახურეებისთვის განსაზღვრული კეთილსინდისიერების საერთაშორისო სტანდარტები დაკავშირებულია პატიოსნების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მიუკერძოებლობის, სახელმწიფო რესურსების გონივრული გამოყენებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან. თითოეული აღნიშნული პრინციპი უმნიშვნელოვანესია საჯარო სამსახურის გამართული ფუნქციონირებისა და საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფისთვის.