პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი (GIRAI)

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | ინტერნეტი და ინოვაციები 8 ნოემბერი 2023

2023 წლის გაზაფხულზე IDFI შეუერთდა პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის პროექტს (GIRAI) და მისი რეგიონული ჰაბების საზოგადოებას. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდა და პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე. 

 

GIRAI წარმოადგენს ინიციატივას, რომელმაც შექმნა ინკლუზიური და გაზომვადი ინდიკატოერები, რათა თვალი ვადევნოთ მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ პასუხისმგებლიანი AI პრინციპების განხორციელებას. მტკიცებულებებზე დაფუძნებული საბაზისო მაჩვენებლები მთავრობებსა და საზოგადოების მნიშვნელოვან აქტორებს საშუალებას მისცემს, განავითარონ და გააძლიერონ ეროვნული ინიციატივები, ხელი შეუწყონ პასუხისმგებლობიანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და დროთა განმავლობაში პროგრესის მონიტორინგს.

 

GIRAI ადამიანის უფლებებისა და AI-ის დადგენილი ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს პასუხისმგებლობიანი ხელოვნური ინტელექტისთვის. ინდექსისთვის შემუშავებული კვლევის მეთოდოლოგია ითვალისწინებს ადგილობრივ, ეროვნულ კონტექსტს, სოციო-ეკონომიკურ უფლებებს, ხელმისაწვდომ რესურსებსა და თითოეული ქვეყნის განსხვავებულ კონტექსტს. 

 

კვლევითი პროექტი მიზნად ისახავს, დაფაროს 120-ზე მეტი ქვეყანა. ამ მიზნით GIRAI-ის გუნდმა შექმნა რეგიონული ჰაბები და მრავალ ორგანიზაციასთან, მათ შორის, IDFI-თან, დაამყარა პარტნიორობა.

 

ამ ჰაბების მოვალეობებია:

 

  • მეთოდოლოგიასა და ინდიკატორებზე ინფორმაციის მიწოდება;

  • 12 ეროვნული მკვლევრის შერჩევა და გადამზადება;

  • ინდიკატორების რეგიონული შესაბამისობის შემოწმება-დამტკიცება;

  • ეროვნული მკვლევრების მუშაობის ზედამხედველობა, შედეგების ანალიზში დახმარება და მონაცემთა მთლიანობის უზრუნველყოფა;

  • გლობალური ინდექსის ანგარიშისთვის რეგიონალური ანალიზის დაწერა;

  • კვლევის შედეგების გავრცელებაში მონაწილეობა.



 

GIRAI მიზნად ისახავს აღნიშნული კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს, რათა უზრუნველყოს პასუხისმგებლიანი AI-ის გლობალური განვითარების მუდმივი მონიტორინგი. IDFI მოხარულია და აქვს პატივი იყოს ამ მნიშვნელოვანი გლობალური ინიციატივის ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ქვაკუთხედი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, პოლიტიკის დახვეწის, საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებისა და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024