IDFI-ს ჩართულობა GIRAI-ის პროექტში და სამომავლო გეგმები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები 9 ნოემბერი 2023

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის პროექტის ფარგლებში IDFI, როგორც რეგიონული ჰაბი, აქტიურად იყო ჩართული გლობალური ინიციატივის რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. 

 

GIRAI წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც ქმნის ინკლუზიურ და გაზომვად ინდიკატოერებს, რათა თვალი ვადევნოთ მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ პასუხისმგებლიანი AI პრინციპების განხორციელებას/დანერგვას. 2023 წლის მარტიდან ივნისამდე IDFI ჩართული იყო მეთოდოლოგიის გადახედვაში და პროექტის გლობალურ ჯგუფს აწვდიდა უკუკავშირს. მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ, ორგანიზაცია კვლევის საპილოტე ფაზაში ჩაერთო, რომელიც ივლისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.

 

კვლევის საპილოტე ეტაპზე IDFI-მ შეაგროვა და დაამუშავა პირველადი მონაცემები საქართველოში არსებულ საკანონმდებლო და პოლიტიკის დოკუმენტებზე, სამთავრობო ინიციატივებსა და არასამთვრობო სექტორის აქტივობებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს ეხება. პოსტ-საპილოტე ფაზაში ზუსტად ამ მონაცემებზე დაყრდნობით ფასდება საქართველოში რა მდგომარეობაა ხელოვნური ინტელექტის სისტემების პასუხიმგებლიანი გამოყენების კუთხით როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის დონეზე.

 

საპილოტე ფაზის დროს ასევე გამოიცადა კვლევის მეთოდოლოგიის ეფექტურობა და მისი შესაბამისობა იმ რეგიონებთან, რომლებზეც IDFI არის პასუხისმგებელი - აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია. ამგვარად, ორგანიზაციამ საკუთარი წვლილი შეიტანა მეთოდოლოგიის დახვეწაში. 

 

რეგიონის ქვეყნებიდან 12 ეროვნული მკვლევრის აყვანის შემდეგ, 2023 წლის 23-26 ოქტომბერს მათ გაიარეს ტრეინინგი, რომელიც ფოკუსირებული იყო პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტსა და მათი მუშაობისთვის აუცილებელ კვლევის მეთოდებზე. ტრენინიგების შემდეგ ეროვნულმა მკვლევრებმა, IDFI-ის ზედამხედველობის ქვეშ,  საკუთრივ თავიანთ ქვეყნებში დაიწყეს GIRAI-ის კვლევის ჩატარება. საჭიროების ფარგლებში, ორგანიზაცია ჩაერთული იქნება მონაცემების შეგროვებასა და კვლევის შედეგების ანალიზში. 

 

კვლევის დასრულების შემდეგ 2024 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება გლობალური ანგარიში პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტზე. საკუთრივ IDFI დაწერს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების შედეგების ანალიზს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024