პოლიტიკის დოკუმენტები

2 ოქტომბერი 2019 image

მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივა საქართველოში

საქართველო გამოირჩევა წიაღისეული მადნების მრავალფეროვნებით. მართალია, საქართველოში მინერალური მადნები უხვად არ მოიპოვება, თუმცა ისეთ ნედლეულს, როგორიცაა: ნავთობი, ნახშირი, მანგანუმი, ფერადი და იშვიათი ლითონები, ასევე ქიმიური ნედლეული და ინერტული მასალები, კომერციული გამოყენება აქვს. 

3 სექტემბერი 2019 image

IDFI-მ საქართველოს პარლამენტს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა

IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს 2019 წლის 22 მაისს ინიცირებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა. IDFI-ს მოსაზრებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების საფუძვლები; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა.

22 აგვისტო 2019 image

2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ხარვეზებით წარიმართა

2019 წლის 26 ივლისს უწყებათაშორისმა ანტიკორუფციულმა საბჭომ მე-17 სხდომაზე განიხილა 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, ანტიკორუფციული სტრატეგიული დოკუმენტები მთავრობას ჯერ არ დაუმტკიცებია.

28 მაისი 2019 image

სამთავრობო ალგორითმები - ავტომატიზებული გადაწყვეტილებების გამოყენება

ქვემოთ წარმოგიდგენთ პოლიტიკის რეკომენდაციებს, რომლებიც მოამზადა ePaństwo Foundation-მა ჩეხეთში, საქართველოში, უნგრეთში, პოლონეთში, სერბეთსა და სლოვაკეთში ჩატარებული ვრცელი კვლევის საფუძველზე. რეკომენდაციები გამოქვეყნებულია ანგარიშში „alGOVrithms - the State of Play“.

27 მაისი 2019 image

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: 2019-2020

მოცემული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნა ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა, რომელმაც უნდა განსაზღვროს საბჭოს და პარლამენტის სხვა წევრების საზოგადოებასთან კომუნიკაცია 2019-2020 წლებში. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საბჭო, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის აქტიური თანამონაწილეობით.

27 მაისი 2019 image

საქართველოს პარლამენტის სოციალური ქსელების სტრატეგია: 2019-2020

სტრატეგია განსაზღვრავს პარლამენტის მიერ სხვადასხვა სოციალური პლატფორმების გამოყენებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიზნებს, პრინციპებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. მასში ასევე მოცემულია არსებული სიტუაციის ანალიზი, განხილულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას პარლამენტი და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის გზები სხვადასხვა ღონისძიებების სახით.

13 მაისი 2019 image

IDFI-ის რეკომენდაციები ახალ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით

IDFI მიესალმება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებას და იმედოვნებს, რომ ახალი სამოქმედო გეგმა კორუფციის პრევენციის მიმართულებით ყველა მნიშვნელოვან ამოცანას გაითვალისწინებს.

24 იანვარი 2019 image

წინადადებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურასთან დაკავშირებით

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით,  წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

16 ოქტომბერი 2018 image

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - მეთოდოლოგია ესპანურ ენაზე

IDFI-ის მიერ მომზადებული გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი (TPPR) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შეფასების უნივერსალური მეთოდოლოგია, რომლის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩოების, ისევე როგორც მათი აღსრულების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა.

5 ოქტომბერი 2018 image

IDFI-ის მოსაზრებები „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტს „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. კანონის პროექტი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები პარლამენტში 2018 წლის 20 სექტემბერს დარეგისტრირდა.

პირველი წინა 1 2 3 4 ბოლო