სახელმძღვანელო

18 იანვარი 2021 image

სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ

სახელმძღვანელო „საქართველოში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“ შემუშავდა ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის („ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“) ფარგლებში.

4 დეკემბერი 2020 image

ღია მონაცემების სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის

საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად ღია მონაცემებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ღია მონაცემები ხელს უწყობს სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების განვითარებას, აუმჯობესებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

 

17 თებერვალი 2020 image

ღია მონაცემების სახელმძღვანელო

ღია და ადვილად დამუშავებად ფორმატში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობამ ჟურნალისტებს საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მისცათ. სხვადასხვა მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირებითა და პროგრამული ანალიზით, შესაძლებელი გახდა გამოაშკარავებულიყო საჯარო ფიგურებისა თუ მაღალი თანამდებობის პირების მანამდე უცნობი ბიზნეს კავშირები და ინტერესები, მათ საკუთრებაში არსებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, უკანონო გარიგებები და საჯარო ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა. 

9 ივლისი 2019 image

პრაქტიკული სახელმძღვანელო მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

სახელმძღვანლოში განვიხილავთ რამდენიმე მათგანს და შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ რას უნდა დააკვირდეთ ამ ვებგვერდებზე ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმებისას. გზამკვლევი იწყება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების შესახებ საჭირო ინფორმაციით. ამას მოსდევს საჯარო ფინანსების განკარგვის მონიტორინგისთვის სასარგებლო სხვა ელექტრონული რესურსებისა და მექანიზმების მიმოხილვა.