სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სახელმძღვანელო | ადგილობრივი მმართველობა 18 აპრილი 2022

ევროპის საბჭო, 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.  პროექტის უმთავრესი მიზანია მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ადგილობრივ დონეზე. 

 

პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების დანერგვას და მიზნად ისახავს მოსახლეობის მონაწილეობის ამაღლებას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. 

 

პროექტის ფარგლებში, IDFI-მ განაახლა სახელმძღვანელო ღია ადგილობრივი მმართველობისა და საჯარო სამსახურში ეთიკის წესების შესახებ. სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას საჯარო სამსახურში ეთიკის წესების, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების თაობაზე, მიმოიხილავს შესაბამის ადგილობრივ კანონმდებლობას, ინსტიტუციურ მექანიზმებსა და კარგ პრაქტიკას. სახელმძღვანელო დეტალურად აანალიზებს კორუფციის რისკებს, გამჭვირვალობის პრინციპებსა და სტანდარტებს, მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით დანერგილ მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართულებით.

 

სახელმძღვანელოში აღწერილი მექანიზმები აღწერს მეთოდოლოგიას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და რეგიონულ ორგანოებს კორუფციის რისკების აღმოფხვრისა და კარგი მმართველობის დანერგვის კუთხით.

 

 

/public/upload/Analysis/Handbook Open government Georgia GEO.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024