ეროვნული კანონმდებლობა, კონვენცია და საჯარო ინფორმაციის უფლება: პრაქტიკული რჩევები შედეგიანობის გასაზრდელად

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია | სახელმძღვანელო 24 ნოემბერი 2023

სახელმძღვანელო მიმოიხილავს იმ ძირითად პრაქტიკულ გამოწვევებს, რაც იკვეთება საჯარო ინფორმაციის მიღებისას და სახავს მათი პრევენციის გზებს.

 

სახელმძღვანელოში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მასშტაბები, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.

 

აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული პრაქტიკულ რჩევებზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას თავიდან აირიდონ საჯარო დაწესებულებების მხრიდან სამართლებრივი ბერკეტების ბოროტად გამოყენების უარყოფითი ეფექტები და მაქსიმალურად გაზარდონ, ინფორმაციის მიღების ალბათობა. სახელმძღვანელოს თან ახლავს რამდენიმე ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტის ნიმუში.

 

 

/public/upload/Analysis/sakhelmdzgvanelo.pdf

 

სამართლებრივი დოკუმენტების ნიმუშები:

 

ნიმუში N1 (FOI განცხადება)

ნიმუში N2 (ადმინისტრაციული საჩივარი N1)

ნიმუში N3 (ადმინისტრაციული საჩივარი N2)

ნიმუში N4 (ადმინისტრაციული სარჩელი)

 

პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა აგრეთვე სამი სტატია:

 

 

"საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების აღიარება: კონვენციის განვითარების პროცესი და ძირითადი პრეცედენტები"  

 

სტატია მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარების გზას გზა პრობლემური პრაქტიკიდან, რომელიც რთულად ხედავდა საჯარო ინფორმაციას კონვენციით დაცულ სიკეთედ, დღევანდელ სტანდარტამდე, რომელიც ამ უფლებას აღიარებს კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) ნაწილად. სტატიაში მოცემულია ძირითადი პრეცედენტები და ტენდენციები, რომლებიც იკვეთებოდა სტრასბურგის სასამართლოს სამართლის განვითარების გზაზე. 

 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით"

 

სტატიაში განხილულია საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და სასამართლოს ხედვა იმასთან დაკავშირებით დაცულია თუ არა, და რა მასშტაბით, ეს უფლება ევროპული კონვენციით. სტატიაში წარმოდგენილია ECHR-ის უახლესი სტანდარტები ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების გზაზე და ამ კონტექსტში სახელმწიფოს ვალდებულების მასშტაბები.

 

"თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების შედეგების გასაიდუმლოება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის და კონვენციის მოთხოვნებს"

 

სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, რომელიც შეიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. სასამართლომ ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით დაავიწროვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების კონსტიტუციური გარანტიები და „წაახალისა“ კონვენციაზე მითითების გზით ამ უფლების შეზღუდვის ტენდენცია.

 

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024