სახელმძღვანელო მიმოიხილავს იმ ძირითად პრაქტიკულ გამოწვევებს, რაც იკვეთება საჯარო ინფორმაციის მიღებისას და სახავს მათი პრევენციის გზებს.
სახელმძღვანელოში მოცემულია საქართველოს კანონმდებლობაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის მასშტაბები, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული პრაქტიკულ რჩევებზე, რომელიც დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას თავიდან აირიდონ საჯარო დაწესებულებების მხრიდან სამართლებრივი ბერკეტების ბოროტად გამოყენების უარყოფითი ეფექტები და მაქსიმალურად გაზარდონ, ინფორმაციის მიღების ალბათობა. სახელმძღვანელოს თან ახლავს რამდენიმე ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტის ნიმუში.
/public/upload/Analysis/sakhelmdzgvanelo.pdf
ნიმუში N2 (ადმინისტრაციული საჩივარი N1)
ნიმუში N3 (ადმინისტრაციული საჩივარი N2)
ნიმუში N4 (ადმინისტრაციული სარჩელი)
სტატია მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განვითარების გზას გზა პრობლემური პრაქტიკიდან, რომელიც რთულად ხედავდა საჯარო ინფორმაციას კონვენციით დაცულ სიკეთედ, დღევანდელ სტანდარტამდე, რომელიც ამ უფლებას აღიარებს კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) ნაწილად. სტატიაში მოცემულია ძირითადი პრეცედენტები და ტენდენციები, რომლებიც იკვეთებოდა სტრასბურგის სასამართლოს სამართლის განვითარების გზაზე.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით"
სტატიაში განხილულია საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები და სასამართლოს ხედვა იმასთან დაკავშირებით დაცულია თუ არა, და რა მასშტაბით, ეს უფლება ევროპული კონვენციით. სტატიაში წარმოდგენილია ECHR-ის უახლესი სტანდარტები ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების გზაზე და ამ კონტექსტში სახელმწიფოს ვალდებულების მასშტაბები.
სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, რომელიც შეიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ბოროტად გამოყენების ნიშნებს. სასამართლომ ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით დაავიწროვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების კონსტიტუციური გარანტიები და „წაახალისა“ კონვენციაზე მითითების გზით ამ უფლების შეზღუდვის ტენდენცია.