სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სახელმძღვანელო | ადგილობრივი მმართველობა 18 იანვარი 2021

სახელმძღვანელო „საქართველოში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“ შემუშავდა ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის („ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“) ფარგლებში.

 

სახელმძღვანელო შედგება ოთხი თავისგან და მოიცავს საჯარო სამსახურსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან დაკავშირებულ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს როგორიცაა: ეთიკის ნორმების დაცვა და ანგარიშვალდებულება, კორუფციის რისკები, გამჭვირვალობა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თემატიკის განმარტების მიზნით სახელმძღვანელოში მრავლად არის გამოყენებული ქართული პრაქტიკული მაგალითები. ამავდროულად, დაინტერესებული მკითხველისთვის თითოეული ქვეთავის განხილვისას მოცემულია მარეგულირებელი და სარეკომენდაციო საერთაშორისო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რაც თითოეულ საკითხთან დაკავშირებით იძლევა დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას.

 

სახელმძღვანელო იქნება საჯარო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში დასაქმებული პირებისათვის მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალება. სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მოქალაქეებს, და მისცემს მათ სპეციალურ ცოდნას ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

 

სახელმძღვანელოს შემუშავების საერთო კოორდინაცია უზრუნველყო ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის ორგანოების კონგრესის სამდივნოს ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტმა.

 

სახელმძღვანელოს შესაქმნელად, კვლევითი სამუშაო განახორციელა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI).

 

/public/upload/Handbook/Handbook GEORGIA_kart.pdf.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024