კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება

22 ოქტომბერი 2025 image

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნით, აღნიშნული კანონებით შექმნილი რთული სამართლებრივი ჩარჩო არღვევს სამართლებრივი სიცხადისა და აუცილებლობის პრინციპებს, აძლევს ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციულ ძალაუფლებას, რაც შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

20 ოქტომბერი 2025 image

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

2025 წლის 10 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა (შემდგომში „კომისარი“) ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae), რომელშიც რუსული კანონის1 (2024) საქმეს Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24, აფასებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების კონტექსტში იმ შემზღუდავი ღონისძიებების ფონზე, რამაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სივრცე შეავიწროვა.

 

14 ოქტომბერი 2025 image

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო.

23 სექტემბერი 2025 image

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

,,რუსული კანონის” საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.

22 სექტემბერი 2025 image

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

2025 წლის 8 სექტემბრის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მიიღეს რაჟდენ კუპრაშვილის წერილები საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო „გრანტების შესახებ“ კანონის გამოყენებით მონიტორინგის დაწყების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილი ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას ისე, რომ ფორმალურადაც კი არ იცავს „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილ პროცედურას. ბიურო არ უთითებს, რომელი მუხლების საფუძველზე მოითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის 16 აპრილიდან, მაშინ, როდესაც „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.

16 ივლისი 2025 image

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება.მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.

27 ივნისი 2025 image

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

ვეხმიანებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში  განხორციელებულ ცვლილებებს.  ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები არსებითად აფართოებს და ამარტივებს მოსამართლეთა დასჯის მექანიზმებს, რითაც კიდევ უფრო მეტად ძლიერდება  სასამართლო კლანის ძალაუფლება. ამასთანავე, ცვლილებები გაუარესებული ფორმით აბრუნებს 2007-2013 წლების რეალობას და ფაქტობრივად სრულად კრძალავს სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოებისთვის დოკუმენტირებული ინფორმაციის მიწოდებას. 

26 ივნისი 2025 image

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სისტემურ და ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

23 ივნისი 2025 image

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ. რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, განსაკუთრებით კი მასში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები.IDFI-ის დაკვირვებით, ფართოვდება აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენება.

 

17 ივნისი 2025 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

IDFI-მ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში, UPR-ის სამუშაო ჯგუფს, საქართველოში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარუდგინა.

პირველი წინა 1 2 3 4 5 6 54 ბოლო