ღია მონაცემების სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის

სიახლეები | პუბლიკაციები | სახელმძღვანელო | ადგილობრივი მმართველობა 4 დეკემბერი 2020

საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მმართველობის პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად ღია მონაცემებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ღია მონაცემები ხელს უწყობს სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების განვითარებას, აუმჯობესებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ გამოყენებას.


გზამკვლევის მიზანია საჯარო მოხელეებს მიაწოდოს პრაქტიკული ინფორმაცია მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ანალიზის, გამოქვეყნებისა და შენახვის შესახებ. ამ მიმართულებით მათი კვალიფიკაციის ამაღლება დაეხმარება საჯარო დაწესებულებებს, გაუმკლავდნენ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, და ეფექტურად გამოიყენონ არსებული რესურსები.


გზამკვლევში მოცემულია ღია მონაცემების მნიშვნელობა და ძირითადი სტანდარტები, ამასთან, განხილულია ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც საჯარო მოხელეებმა ღია მმართველობის მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოქვეყნების პროცესში უნდა გაითვალისწინონ.


სახელმძღვანელო შედგება ხუთი ძირითადი ნაწილისგან. პირველი თავი ეხება ღია მონაცემების საყოველთაო მნიშვნელობას. შემდეგ თავში მოცემულია ღია მონაცემების განმარტება და ძირითადი პრინციპები, რომლებიც მონაცემებზე მუშაობის დროს არის გასათვალისწინებელი. ამავე თავში განხილულია ღია ფორმატების სახეობები და მახასიათებლები. შემდეგი თავი ეხება პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის, მონაცემების წარმოების პროცესი და მისი მოპოვებიდან გამოქვეყნებამდე გასავლელი ეტაპები (ცალკეული ეტაპისთვის მოცემულია პრაქტიკული რჩევები). აღნიშნულ თავს მოსდევს ზოგადი პრაქტიკული რჩევები მონაცემების წარმოების ეფექტური სისტემის შესაქმნელად.

 

სახელმძღვანელოს ბოლო ნაწილში კი მოცემულია მნიშვნელოვანი დანართები, სადაც დეტალურ ინფორმაციას ნახავთ შემდეგ საკითხებზე:

 

- ღია მონაცემების მეშვეობით შექმნილი აპლიკაციების ან/და სერვისების საერთაშორისო მაგალითები;
- საჯარო მონაცემების საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში;
- მონაცემების ფორმატები და მათი ტექნიკური მახასიათებლები;
- მეტამონაცემების სტანდარტები.

 

სახელმძღვანელო მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - „ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მერიებში“ ფარგლებში, რომლის მიზანია გორის, ლაგოდეხის, ოზურგეთის, სენაკის, თელავის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის გაუმჯობესება და ღია მონაცემების პოლიტიკის მიმართ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ (USAID GGI).

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024