როგორ უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 27 თებერვალი 2024

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის[1] კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეფექტურად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი, რათა ქვეყანა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას. 

 

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხედვა წარმოდგენილია მატრიცის სახით და ეყრდნობა ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და რეკომენდაციებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კვლევებსა და ანგარიშებს. 9 ნაბიჯის ეფექტურად შესრულების ხედვის შემუშავებაზე მუშაობენ ის ორგანიზაციები (CSF, GDI, DRI, Sapari, Court Watch, GMC, GRASS, GFSIS), რომლებიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას აკვირდებოდნენ - მათი ჩართულობით, გასული წლის მანძილზე გამოიცა მონიტორინგის ექვსი ანგარიში - სტატუსმეტრი, რომელიც დიდწილად თანხვედრაში იყო ევროკომისიის შეფასებებთან. ამჟამად კოალიციას შემოუერთდა კიდევ ოთხი ორგანიზაცია(GYLA, ISFED, SJC, IDFI), რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და სიღრმისეული ექსპერტიზა შესაბამის სფეროებში. 

 

ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს. წარმოდგენილი ხედვის საფუძველზე, არაფორმალური კოალიცია ამ პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და შეეცდებიან, ხელი შეუწყონ როგორც ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, ისე რეფორმების პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ამავდროულად, კოალიცია მზადაა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის სამუშაო ფორმატებში სისტემური და ფუნდამენტური რეფორმების ხელშესაწყობად. 

 

  

ნაბიჯის შესაბამის თემატურ მიმართულებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები:

 

1. დეზინფორმაციასთან ბრძოლა:

 

-       საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), 

-       სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება - რონდელის ფონდი (GFSIS)

 

3. პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა - საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

4. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

5.საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება

 

-       დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

-       საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

-       სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

-       საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)

-       საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

6. მართლმსაჯულების რეფორმა

 

-       სასამართლოს გუშაგი (Court Watch)

-       საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

-       სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

 

7.კორუფციასთან ბრძოლა  

 

-       ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

-       მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

-       საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI)

 

8. დეოლიგარქიზაცია   

-       ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

-        მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

-       საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

 

9.  ადამიანის უფლებები

-       საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

-       სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

-       საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); რონდელის ფონდი (GFSIS), 

-       საფარი

 

______

 

[1] სამოქალაქო საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); რონდელის ფონდი (GFSIS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); სასამართლოს გუშაგი; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI); 

 

/public/upload/Analysis/9 STeps 27.02.2024.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024