ანალიზი

11 აგვისტო 2025 image

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

საქართველოს რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე შეზღუდვები არ დაუწესებია და შესაბამისად, რუსული პროდუქციის იმპორტი საქართველოში კანონიერად ხორციელდება. თუმცა, რუსულ ნავთობზე  მაღალი დამოკიდებულება რისკის ქვეშ აყენებს ბაზრის სტაბილურობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსულ კომპანიებზე, რომელთა ნაწილი ქართულ ბაზარზეც ოპერირებს, კონკრეტული შეზღუდვები წესდება სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის დასავლეთისთვის მიწოდების გამო.

8 აგვისტო 2025 image

ნარატივი, როგორც საზღვარი: რუსეთის ფსიქოლოგიური ოპერაციების სტრატეგიის შეფასება

რუსი სამხედრო სტრატეგები საინფორმაციო ომს განიხილავენ, როგორც მრავალმხრივ ფორმატს, რომელშიც შეთანხმებულად მუშაობს კომპიუტერული ქსელები, ელექტრონული ომი, ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ხასიათის ოპერაციები და მათი მუშაობა წინ უსწრებს ტრადიციული სამხედრო ძალების გამოყენებას, ან მათთან ერთად მოქემდებს. საინფორმაციო ომი, რომელიც წინ მიუძღვის სამხედრო ძალების კონვენციურ გამოყენებას, რუსეთის ცივი ომის შემდგომი სამხედრო დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილია.

30 ივლისი 2025 image

ცენტრალურ აზიამდე თუ რუსეთში? - ავტომობილების რეექსპორტის რეკორდული ზრდა

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რეექსპორტი ძირითადად ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც ტრადიციულად ავტომობილების რეექსპორტი მინიმალური იყო.

23 ივნისი 2025 image

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის აქტიური მონაწილეები საქართველოში მიმდინარე რეპრესიების პრიორიტეტულ სამიზნეებს წარმოადგენენ. რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი იარაღია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, განსაკუთრებით კი მასში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები.IDFI-ის დაკვირვებით, ფართოვდება აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების პრაქტიკაში გამოყენება.

 

30 აპრილი 2025 image

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

2025 წლის 24 აპრილს, კრემლის მთავარ პროპაგანდისტულ არხზე (ОРТ) გავიდა ე.წ. “პრანკერების” - ვოვანისა და ლექსუსის შოუ, რომელიც მიეძღვნა საქართველოში 2024 წლიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 

24 აპრილი 2025 image

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

აღნიშულ კვლევაში გაგაცნობთ 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ შემოწირულებებს, შემომწირველების კავშირს ბიზნესთან, თავად მმართველ პარტიასთან, სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და ამ პროცესში გამოვლენილ სხვადასხვა საეჭვო გარემოებებს.

14 მარტი 2025 image

V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს

2025 წლის V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში “საარჩევნო ავტოკრატიაა”. კვლევის ფარგლებში საქართველოს შეფასება 2017 წლის შემდეგ უარესდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ გასულ წელს ქვეყანა “დემოკრატიის” კატეგორიაში განიხილებოდა და ავტოკრატიზაციის "საეჭვო კანდიდატად" მიიჩნეოდა.

 

28 თებერვალი 2025 image

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

2025 წლის 26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, “ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებითა და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ისრაელის კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

6 იანვარი 2025 image

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

კრემლის პროპაგანდისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ქართველი დემონსტრანტებისა და უცხოელების ინტერვიუების განზრახ მანიპულირება ხდება, რაც ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ.

27 დეკემბერი 2024 image

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე ორგანიზაციულად არსებობის საფრთხეს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. გამოხატვისა თავისუფლება დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმების პრიორიტეტული სამიზნეა.

პირველი წინა 1 2 3 4 5 6 43 ბოლო