ანგარიში

14 ივნისი 2019 image

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

IDFI-მ შეისწავლა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 100 საჯარო დაწესებულებაში და ამ მიზნით განახორციელა შემდეგ უწყებათა ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგი.

3 მაისი 2019 image

IDFI-მ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.

6 მარტი 2019 image

სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება

წარმოდგენილი ანგარიში აღწერს და აფასებს ე.წ. „მესამე ტალღის“ რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაში დანერგილ ორ სიახლეს: საქმეთა ელექტრონულად განაწილების პროგრამასა და დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედების პირობებში, მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესს.

25 ივლისი 2018 image

საპარლამენტო ღიაობა საქართველოში - მთავარი მიღწევები (2015-2018)

საქართველოიყოერთ-ერთიპირველიქვეყანა, რომელიც 2011 წლისსექტემბერშიშეუერთდა OGP-ის. მას შემდეგ ქვეყანამ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მათ შორის საკანონმდებლო ღიაობის კუთხით. 

25 ივლისი 2018 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: დემოკრატიული მმართველობის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი / შეჯამება

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის მუშაობის შედეგები, მე-5 და მე-16 მიზნების განხორციელების შეფასება და სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცედურები - ეს საკითხები იქნა განხილული მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დემოკრატიული მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელსაც 60-მდე საჯარო უწყების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ესწრებოდა.

5 ივლისი 2018 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: მდგრადი ენერგეტიკის და გარემოს დაცვის გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი / შეჯამება

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამუშაო ჯგუფმა მე-7, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 მიზნების განხორციელების შედეგები შეაჯამა.

19 ივნისი 2018 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: ეკონომიკური განვითარების გაერთიანებული სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრის ოქმი/შეჯამება

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ეკონომიკური განვითარების სამუშაოს ჯგუფმა პირველი, მე-8, მე-9 და მე-10 მიზნების განხორციელების შედეგები შეაჯამა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამუშაო ჯგუფის თანა-თავმჯდომარეების შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურებზე.

31 მაისი 2018 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები: სოციალური ჩართულობის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული მეორე შეხვედრის ოქმი / შეჯამება

მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სოციალური ინკლუზიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობის შედეგები შეაჯამა, რაც გულისხმობდა: ეროვნული ინდიკატორების გაუმჯობესებას და მიზნების ინტეგრირებას პოლიტიკის დოკუმენტებთან; მე-2, მე-3, მე-4 მიზნების განხორციელების შეფასებას; და ჯგუფის თანათავმჯდომარე ორგანიზაციების გაცნობას.

17 მაისი 2018 image

საჯარო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება

პუბლიკაციაში საუბარია იმ შედეგებზე, რომელსაც IDFI-იმ უკვე მიაღწია სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობების შეფასების სტანდარტების მხრივ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 

6 მაისი 2018 image

2015-2017 წლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული პაციენტები

IDFI-მ 2017 წლის 2 ნოემბერს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიმართა  2015-2017 წლებში საზღვარგარეთ სამკურნალოდ დაფინანსებული მოქალაქეების რაოდენობის, მათთვის გადარიცხული თანხების და დაფინანსების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით