სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანგარიში 8 ივნისი 2020

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან  (EMC) ერთად აქვეყნებს ჩრდილოვან ანგარიშს „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“.

 

წარმოდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში რიგით მეორეა და მიზნად ისახავს 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესრულების პროცესის შეფასებას. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული, ასევე არ არის გამოქვეყნებული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე წლის პროგრესის ანგარიში. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში კვლავ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ აქტივობების შესრულების მდგომარეობას აფასებს, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტში, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და დღემდე არსებულ გამოწვევებზე ერთიანი სურათის შექმნის მიზნით, ასევე თემატურადაა განხილული სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხი ტალღა. 

 

ანგარიშში შეფასებულია შემდეგი ხუთი საკვანძო მიმართულებით განხორციელებული აქტივობები: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა;  (2) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და დაწინაურების სისტემა; (3) მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემა; (4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და საქმიანობის რეგულირება; (5) სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

 

მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება.  კერძოდ, ანგარიშზე მუშაობის პროცესში შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

 

- საანგარიშო პერიოდში განხილული 68 აქტივობიდან, ჯამში შესრულებულია - 11, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ორივე საანგარიშო პერიოდში, ჯამში განხილული 92 აქტივობიდან, შესრულებულია - 35, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26.

 

- 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მეორე პროგრესის ანგარიში დღემდე არ არის დამტკიცებული/გამოქვეყნებული;

 

- მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტი, ისევე როგორც წინა საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში, მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და სრულყოფილ ინფორმაციას, აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, არ შეიცავს;

 

- უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების ღია შეხვედრები საკმარისი ინტენსივობით არ იმართებოდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 3ღია სამუშაო შეხვედრა ჩატარდა;

 

- სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა;

 

- საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესი სამუშაო ჯგუფს კენჭისყრის საფუძველზე  სხდომების თვითნებურად დახურვის შესაძლებლობას აძლევს.

 

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

 

 

/public/upload/EU/GEO_WEB456.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024