საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესრულების 2019 – 2020 წლების ალტერნატიული მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა | ანგარიში 20 ივლისი 2021

19 ივლისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) 2019 – 2020 წლების  სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინა.

 

ღონისძიებაზე დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართვისა და ადამიანური კაპიტალის პროგრამის გუნდის ხელმძღვანელმა კოლომბ დე მერსიმ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი ბარისაშვილმა.

 

პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებებზე.

 

მონიტორინგის პროცესში თავი იჩინა იმ არაერთმა ხარვეზმა და გამოწვევამ, რაც საქართველოში პოლიტიკის შემუშავების პროცესს ახასიათებს, მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკების შემცირებისა თუ აღმოფხვრის მექანიზმების არარსებობა სამოქმედო გეგმაში, უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ნაკლებობა, ზედამხედველობის სისუსტე და სხვა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სტრატეგიული დოკუმენტები ძირითადად ითვალისწინებს მათი შემუშავებისას არსებულ გამოწვევებს და პრიორიტეტად ასახელებს შესაბამის მიმართულებებს. თუმცა, ამოცანის შედეგის მისაღწევად, რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი ანდა ტექნიკური ხასიათის აქტივობებია გათვალისწინებული, რაც მნიშვნელობას უკარგავს ამოცანებს. ამოცანები და ინდიკატორები საჭიროებს დახვეწას S.M.A.R.T. კრიტერიუმების შესაბამისად. გარდა ამისა, ამოცანების რეალურად მისაღწევად აუცილებელია მეტი აქტივობის განსაზღვრა და მათი შესრულებისთვის რეალური ძალისხმევის გაწევა, ამოცანების შედეგის გასაზომად კი საჭიროა საკმარისი და ამბიციური ინდიკატორების გათვალისწინება. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის შემდეგ გზამკვლევის განახლება არ მომხდარა, რის გამოც, სამოქმედო გეგმასა და გზამკვლევს შორის გარკვეული შეუსაბამობებია. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმა და გზამკვლევი თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან და გზამკვლევში გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად ხდებოდეს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გზამკვლევის არსებობას აზრი ეკარგება.

 

როგორც მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა:

 

სამოქმედო გეგმით პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის  მიმართულებით გათვალისწინებული ოთხი ამოცანიდან ერთი მეტწილად შესრულდა, ხოლო სამი შეუსრულებელია; სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ცხრა აქტივობიდან ორი სრულად შესრულდა, ერთი - მეტწილად, ორი - ნაწილობრივ, ოთხი კი შეუსრულებელია.

 

 

 

სამოქმედო გეგმით ანგარიშვალდებულების მიმართულებით გათვალისწინებული ხუთი ამოცანიდან სამი ნაწილობრივ შესრულებულია, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანებისთვის განსაზღვრული ექვსი ინდიკატორიდან (მათ შორის, ერთი დამატებითი ინდიკატორი) ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - ნაწილობრივ, ოთხი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2019-2020 წლის განმავლობაში ანგარიშვალდებულების მიმართულებით განსაზღვრული 14 აქტივობიდან მხოლოდ ერთი აქტივობა შესრულდა სრულად, ერთი - მეტწილად, ოთხი აქტივობა ნაწილობრივ შესრულდა, აქტივობების უმეტესი ნაწილი კი (რვა აქტივობა) არ შესრულდა. აქტივობის შედეგის 19 ინდიკატორიდან ორი სრულად შესრულდა, ერთი -მეტწილად,  სამი - ნაწილობრივ, 13 კი - შეუსრულებელია.

 

                                     

 

სამოქმედო გეგმით სახელმწიფო სერვისების მიწოდების მიმართულებით გათვალისწინებული შვიდი ამოცანიდან, 2020 წლის ბოლოსთვის ერთი სრულად შესრულებულია, ერთი - მეტწილად შესრულებული, სამი - ნაწილობრივ, ორი კი - შეუსრულებელი. ამოცანისთვის განსაზღვრული ცხრა ინდიკატორიდან ორი სრულად შესრულებულია, ოთხი - ნაწილობრივ, სამი კი - შეუსრულებელი. რაც შეეხება აქტივობებს, 2019-2020 წ.წ. განმავლობაში განსაზღვრული 28 აქტივობიდან რვა სრულად შესრულებულია, ოთხი - მეტწილად შესრულებული, 12 ნაწილობრივ შესრულებულია, ოთხი კი - შეუსრულებელი.  აქტივობის შედეგის 40 ინდიკატორიდან (მათ შორის, დამატებითი ინდიკატორები) 15 სრულად არის შესრულებული, სამი - მეტწილად, 12 ინდიკატორი ნაწილობრივ შესრულებულია და 10 - შეუსრულებელი.

 

                                      

  

სამოქმედო გეგმით საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით გათვალისწინებული სამი ამოცანიდან ორი მეტწილად შესრულდა, ერთი კი შეუსრულებელია; შვიდი აქტივობიდან ერთი სრულად არის შესრულებული, სამი - მეტწილად, სამი კი - ნაწილობრივ.

 

                                        

 

გაეცანით ანგარიშებს აქ:

 

მიმართულება 1: პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია

 

მიმართულება 3: ანგარიშვალდებულება

 

მიმართულება 4: სახელმწიფო სერვისების მიწოდება

 

მიმართულება 5: საჯარო ფინანსების მართვა

 

 

 

ანგარიშები მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023