სიახლეების გამოწერა

IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა

21 ივნისი 2017 image

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ

2015 წლის 16 აპრილს, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თ.ი.ზ.-ი) შემოწმება და ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში მოითხოვა მათი ამსახველი დასკვნები და ოქმები.  

28 თებერვალი 2017 image

IDFI საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ - სასამართლო დავის შეჯამება

აქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წინააღმდეგ. სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გაეცა ინფორმაცია მის მიერ 2014 წელს გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ როგორიც არის პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა.

31 აგვისტო 2016 image

IDFI ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქმედების განხორცილებას საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ (პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა).

4 მაისი 2016 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე: IDFI - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

ბმულზე იხილეთ სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI - შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) წინააღმდეგ. სტატიაში მიმოხილულია თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართვლოს უზენაეს სასამართლოთა გადაწყვეტილებები, რომლებიც ადგენენ შსს-ს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

23 მარტი 2016 image

საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და საგადასახადო საიდუმლოება (IDFI VS შემოსავლების სამსახური)

2015 წლის 16 აპრილს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ინფორმაციის საჯაროობის პრინციპის საფუძველზე მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება შემდეგ საკითხზე: განხორციელდა თუ არა შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოში არსებული თითოეული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემოწმება. ასეთი შემოწმების განხორციელების შემთხვევაში IDFI-მ ასევე მოითხოვა შემოწმების ამსახველი დასკვნის ან ოქმის მიწოდება.

17 მარტი 2016 image

საქართველოს პროკურატურამ IDFI-ის საჩივარი დააკმაყოფილა

IDFI-ი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ-გვერდზე ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დეტალური სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ - თუ რამდენი განცხადება/საჩივარი შევიდა საქართველოს პროკურატურაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, მათგან რამდენი ეხებოდა საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ უკანონო ქმედებებს და რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა აღნიშნულ განცხადებებს/საჩივრებს.

17 ნოემბერი 2015 image

დავის შეჯამება საქმეზე IDFI კრიზისების მართვის საბჭოს წინააღმდეგ

2015 წლის 4 სექტემბერს IDFI-მ საჩივრით მიმართა კრიზისების მართვის საბჭოს და მოითხოვა სხვადასხვა ინფორმაციის სრულყოფილი სახით მოწოდება. საბჭოს გადაწყვტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა და მოგვეწოდა ინფორმაცია.

21 ოქტომბერი 2015 image

სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინააღმდეგ

მოცემული დავა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში ისეთი ქმედითი მექანიზმის შემქნის აუცილებლობას, რომელიც დააწესებს მეტ გარანტიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მინიმუმამდე დაიყვანს ისეთ შემთხვევებს როდესაც ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ხდება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება. სწორედ გადაწყვეტილებათა მიღების სწრაფი და მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმით უნდა იყოს აღჭურვილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერი, რომლის შექმნის ინიციატივაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული IDFI-ის მიერ

25 სექტემბერი 2015 image

სასამართლომ შსს-სა და მთავარ პროკურატურას გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

8 სექტემბერი 2015 image

სტრატეგიული სამართალწარმოება საქმეზე IDFI vs საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქმე IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ უნდა გახდეს პრეცენდენტული საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ადმინისტრაციულ ორგანოთა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აზუსტებს საჯარო დაწესებულებათა ვალდებულებებს კონკრეტული სახის ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ადგენს მაღალ სტანდარტს ინფორმაციის იმ სახით გაცემასთან დაკავშირებით, როგორც ეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით შეიძლება იყოს მოთხოვნილი.

პირველი წინა 1 2 3 4 ბოლო