სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 12 თებერვალი 2020

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ (ეროვნული არქივი) კიდევ ერთხელ დაევალა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელსაც ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2018 წლის 29 ივნისიდან ითხოვს. კერძოდ, IDFI-ის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რამდენ განმცხადებელს ეთქვა უარი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვებაზე და რა საფუძვლით. თავდაპირველად ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ეროვნულ არქივს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა. ეროვნულმა არქივმა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა წარუმატებლად.


თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე, სასამართლომ ადგილზე მსჯელობით მიიღო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ეროვნული არქივის სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებელი, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო დავის მიმდინარეობისას IDFI სასამართლოს ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ეროვნული არქივის საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სააპელაციო საჩივრის საფუძვლებს. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილში სადაც აპელანტის მიერ მითითებული უნდა ყოფილიყო  გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობები აპელანტი არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, ეროვნული არქივი არ განმარტავდა თუ რა ნაწილში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელი.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ინფორმაციის გაცემა იყო შეუძლებელი, რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო ეროვნულ არქივში შექმნილი, დამუშავებული ან/და დაცული. ამასთან ის ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ეროვნულ არქივში მცირე რაოდენობით, თუმცა ინახებოდა ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც განმცხადებლებს წერილობითი სახით ეთქვათ უარი ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან დაშვებაში. 

 

სასამართლოს მსჯელობა

სააპელაციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობას და განმარტა მისი ფარგლები. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციითა და  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინფორმაციის შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე და დაადგინა, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, თავისი შინაარსით, არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური მონაცემების შესახებ რაიმე სახის მონაცემებს. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საჯარო ხასიათის ინფორმაციას, რომლის გაცემის ვალდებულებაც ეკისრებოდა ეროვნულ არქივს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივების შესახებ“ საქართველოს კანონზე და ეროვნული არქივის როლის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საარქივო ფონდებთან მკვლევართა დაშვების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის საჯაროობას.  საკუთარ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს:

„განმცხადებლის (IDFI-ის) მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, კომერციული ან პირის პერსონალური მონაცემების შესახებ რაიმე სახის მონაცემებს...თავის მხრივ მოპასუხე მხარის (ეროვნული არქივი) აპელირება იმაზე, რომ მასთან დაცული ინფორმაცია მოთხოვნილ შემთხვეებთან დაკავშირებით იმდენად მცირეა, რომ ის ვერ ასახავს ეროვნული არქივის მიერ დაინტერესებული პირებისთვის ყოველდღიურად გაწეული კონსულტაციის/კომუნიკაციის პროცესს, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას გასცეს ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნია კანონი დადგენილი წესით.“

მოვუწოდებთ, საქართველოს ეროვნული არქივს სრულად გააცნობიეროს მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში, გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს შეფასება და უახლოეს ვადებში მოგვაწოდოს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევების შესახებ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024