უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით

სასამართლო პრაქტიკა | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 5 მარტი 2018

საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

როგორც ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა IDFI-ის საკასაციო საჩივარი, იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს ინფორმაცია, კერძოდ, 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.

 

თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სამოტივაციო ნაწილში ასახული სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით, გაურკვეველი და ბუნდოვანია. სამინისტროს პოზიციით, ასევე გაურკვეველი იყო IDFI-ისათვის მისაწოდებელი საჯარო ინფორმაციის მოცულობა.

 

IDFI-მ იუსტიციის სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კერძოდ, IDFI-მ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათლად არის განმარტებული ის სტანდარტები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ამ კუთხით არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს.  IDFI-ის პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს წერილით წარდგენილი რიგი შეფასებები ცდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი კრიტიკის ეთიკურ ჩარჩოებს.

 

უზენაესმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა IDFI-ის პოზიცია და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმოდგენილ განცხადებაში დასმული საკითხები სცილდებოდა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, „მოცემული დავა ეხება კონკრეტულად საელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას და მას სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათი აქვს სწორედ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული  ფარგლებით“, [1] სადაც ცალსახად და ნათლად არის მითითებული, რომ იუსტიციის სამინისტროს დაევალა გასცეს IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი, დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით“, [2]რის გამოც გაუგებარი და უსაფუძვლოა სამინისტროს მითითება იმის თაობაზე, რომ სამინისტროს თანამშრომლების ელექტრონული ფოსტით იცვლება ინფორმაცია კონკრეტული თანამშრომლის ჯანმრთელობის შესახებაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ „გადაწყვეტილების სისტემური ანალიზი ცხადად იძლევა ამგვარი ინფორმაციის დაცულობის გარანტიებს.“[3]

 

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში მსჯელობისას მიუთითა IDFI-ის მოსაზრებაზე, რომ სამინისტროს წერილში რიგი შეფასებები ცდება სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი კრიტიკის ეთიკურ ჩარჩოებს.[4]

 

მაგალითისათვის, წერილში სამინისტრო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს რამდენიმე „უზოგადეს დებულებას, რომელსაც მოგვიანებით სასამართლო უკავშირებს დავის საგნის სპეციფიკას.“[5] წერილის ბოლოს სამინისტრო ასევე იყენებს ფრაზას, „იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტრომ საერთოდ დაიწყოს მსჯელობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ეს გადაწყვეტილება საჭიროებს არსებითად განმარტებას. ამდენად, გთხოვთ, მოგვცეთ ასეთი განმარტება.“[6] სასამართლომ აღნიშნა, რომ „განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების კრიტიკას და გადაწყვეტილებაზე საჩივარს წარმოადგენს“ და არ ქმნის გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას.[7]

 

IDFI მიიჩნევს, რომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია დაუყოვნებლივ და გაჭიანურების გარეშე აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ მიაწოდოს IDFI-ის მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

 

[1]საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის Nბ-1482-2(გან-17) განჩინება, გ.7, პარ.2

 

[2]საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის Nბ-1482-2(გან-17) განჩინება, გ.7, პარ.2

 

[3]საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის Nბ-1482-2(გან-17) განჩინება, გ.7, პარ.5

 

[4]საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სალომე ბარბაქაძის წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, გ.2., პარ.2

 

[5]საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სალომე ბარბაქაძის წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, გ.4., პარ.3

 

[6]საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის სალომე ბარბაქაძის წერილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს, გ.9., პარ.3

 

[7]საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის Nბ-1482-2(გან-17) განჩინება, გ.7, პარ.3

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024