ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

8 ივნისი 2017 image

IDFI-მ თელავში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

2017 წლის 7 ივნისს, თელავში, IDFI-მ გამართა საჯარო ლექცია სახელწოდებით - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და საქართველოს დღის წესრიგი“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

6 ივნისი 2017 image

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის ახალ წევრად იქნა არჩეული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც ადგენს და იცავს  პარტნიორობის ღირებულებებსა და ინტერესებს. 

2 ივნისი 2017 image

IDFI-ს პროექტი ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესრულების (OGP) მხარდასაჭერად

DFI და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (EGA) ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „ელექტრონული მმართველობის ახალი ინიციატივები საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების შესასრულებლად“. პროექტს აქვს ორი კომპონენტი და ითვალისწინებს როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერას OGP-ს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში.

2 ივნისი 2017 image

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ღია მმართველობა მექსიკის სამდივნო დატოვეს

მექსიკა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. მექსიკის მთავრობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ღია მმართველობის პარტნიორობის წინსვლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს, წარმატებული საშინაო რეფორმების განხორციელებისა და რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. 

31 მაისი 2017 image

საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2017 წლის 16 მაისს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის მიზანია პარლამენტის საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა. სამოქმედო გეგმა ჯამში 25 ვალდებულებას მოიცავს, რომელთა განხორციელებას საქართველოს პარლამენტი 2017-2018 წლებში გეგმავს.

22 მაისი 2017 image

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 20 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა საქართველოს სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე. შეხვედრის მიზანი იყო გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ეროვნული ამოცანების, მათი ინდიკატორებისა და ექსპერტის მიერ შემოთავაზებული შეფასების მექანიზმების განხილვა.

16 მაისი 2017 image

IDFI-ის შეფასება 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა შეფასებები 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის 2016 წლის ღონისძიებების შესრულებაზე.

5 მაისი 2017 image

კერძო-საჯარო დიალოგი კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე

პოლიტიკის ნარკვევის მიზანია, გამოკვეთოს კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მნიშვნელობა საჯარო პოლიტიკის შემუშავების საწყის ეტაპებზე, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებამდე, მასში ასევე მოცემულია ამ დიალოგის წარმატებით ჩატარების მცირე გზამკვლევი.   

3 მაისი 2017 image

საინფორმაციო სესია: მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო

2017 წლის 2 მაისს, კლუბ „ლოლიტა“-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“. შეხვედრა ჩატარდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით.

3 მაისი 2017 image

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

2017 წლის 2 მაისს, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოს საპარლამენტო ღიაობის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.