მდგრადი განვითარების მიზნების გლობალური დღის წესრიგი და საქართველოს მიერ განვლილი გზა 2015 წლიდან დღემდე
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 რეზოლუციით მიიღო 2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში გაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი.