საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილეს
2016 წლის 5 მაისს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და მასთან არსებულმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებით დაკომპლექტებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო საბჭოს წევრმა დეპუტატებმა, საქართველოს პარლამენტის აპარატის და საბიუჯეტო ოფისის, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის (2015-2016) ვალდებულებებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე.