ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

19 ნოემბერი 2021 image

საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის ანგარიშის მიღებას აფერხებს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) 2021 წლის 26 ოქტომბერს გამართულ 21-ე პლენარულ სხდომაზე გათვალისწინებული იყო საქართველოში კორუფციული გარემოს შეფასების ანგარიშის დამტკიცება. თუმცა, საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა აღნიშნულ სხდომაზე დამტკიცებულიყო ანგარიში და დამატებითი დრო მოითხოვა დოკუმენტის ტექსტის შეცვლის მიზნით. ანგარიში პილოტურად მომზადდა OECD/ACN-ის მიერ მეხუთე რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში ანტიკორუფციულ გარემოს, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციის არსებობის რისკებს შეისწავლის.

18 ნოემბერი 2021 image

ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის 2021 წლის მაჩვენებლები

Trace International-მა 17 ნოემბერს ბიზნესის კორუფციის რისკის შესახებ ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ ბიზნესის კორუფციის რისკი 194 ქვეყანაში შეაფასა 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს.

17 ნოემბერი 2021 image

ქალთა მონაწილეობა საქართველოს მომპოვებელ მრეწველობაში

ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა თანამედროვე მსოფლიოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს და, შესაბამისად, საჭიროებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ და პოზიტიურ ქმედებებს როგორც სახელმწიფოს, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან. 

15 ნოემბერი 2021 image

IDFI-ის ტრენინგი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის

2021 წლის 14 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგის, მონაცემების მოძიების მეთოდებისა და  მონაცემთა ვიზუალიზაციის შესახებ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისთვის ტრენინგი გამართა.

12 ნოემბერი 2021 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI ა(ა)იპ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი პოზიცია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11 ნოემბერი 2021 image

საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო

გამართული საჯარო მმართველობა გამჭვირვალე და ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობის წინაპირობა და სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. ეფექტიანი საჯარო მმართველობა ფუნდამენტურ როლს ასრულებს გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

11 ნოემბერი 2021 image

კვლევის პრეზენტაცია - საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო

2021 წლის 10 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), ევროკავშირის მხარდაჭერით, კვლევის „საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და საქართველო“ პრეზენტაცია გამართა.

 

3 ნოემბერი 2021 image

პოლიტიკური შემოწირულებები - 2021

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს შემოწირულებები წარმოადგენს. როგორც წესი, საარჩევნო წლები გამოირჩევა შემოწირულებების დიდი რაოდენობით. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, შემოწირულებების დიდი წილი მიემართება მმართველი პარტიისკენ.

 

26 ოქტომბერი 2021 image

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზი

კორონავირუსის პანდემიის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა. ეკონომიკის აღდგენის ფონზე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 9.5%-ითაა მოსალოდნელი, 2022 წელს კი 6%-ით. 

22 ოქტომბერი 2021 image

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.