ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

22 ოქტომბერი 2021 image

IDFI საერთაშორისო ქსელის - გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) წევრი გახდა

დაარსების დღიდან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად მოქმედებს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

20 ოქტომბერი 2021 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

18 ოქტომბერს დაიწყო 2021-2022 წლების სასწავლო წელი კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის საბაკალავრო კურსის მონაწილეებისათვის. საბაკალავრო საფეხურზე შერჩეული 22 მონაწილე, ერთი წლის განმავლობაში, გაივლის ისეთ საგნებს როგორიცაა „კარგი მმართველობა და კორუფცია“ და „საჯარო პოლიტიკა და კორუფცია“. 

 

15 ოქტომბერი 2021 image

IDFI-ის ტრენინგი მონაცემთა ჟურნალისტებისთვის

2021 წლის 15 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონიტორინგისა და მონაცემების მოძიების მეთოდების შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გამართა.

 

6 ოქტომბერი 2021 image

სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ OGP-ში, როგორც წესი, პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობები არიან განსაკუთრებულად აქტიურად წარმოდგენილი, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში შესუსტდა და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულებით გაჩერდა.

1 ოქტომბერი 2021 image

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

30 სექტემბერს გაიმართა კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის 2019-2020 და 2020-2021 წლების მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებისას პროგრამის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით შეძლეს პროგრამის შედეგად შეთავაზებული სასწავლო მოდულების, და აკადემიური კურსების, დასრულება გადაეცათ სერტიფიკატები. 

30 სექტემბერი 2021 image

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები - საქართველო მსოფლიო ბანკის 2021 წლის შეფასებით

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები არის კვლევით მონაცემთა ბაზა, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ. 

29 სექტემბერი 2021 image

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხები წინასაარჩევნოდ კვლავ პრობლემურია

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიული მმართველობისა და პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი კი პოლიტიკური კონკურენტუნარიანობაა, რასაც დიდწილად პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრავს.

28 სექტემბერი 2021 image

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

 

28 სექტემბერი 2021 image

მართლმსაჯულების ტენდენციები და სასამართლო სტატისტიკა - დისკუსია და ვებგვერდის პრეზენტაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების ტენდენციებსა და სასამართლო სტატისტიკაზე დისკუსია გამართა.

 

23 სექტემბერი 2021 image

სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების განკარგვის შესახებ.