ღია მონაცემების მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში: საერთაშორისო მაგალითები და საქართველო
ვირუსი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო COVID-19-ის სახელით იცნობს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში აღმოცენდა, და სწრაფად მოედო აზიას, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას. დღეის მდგომარეობით 1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული და ეს ციფრი ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ქვეყნების მიხედვით ვარირებს საგანგებო სიტუაციისადმი არსებული განსხვავებული მიდგომების და სხვა ზოგადი გარემოებების მიხედვით.