საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 21 იანვარი 2022

2022 წლის 20 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მდგრადი განვითარების მიზნებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, და საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ სამხარაძე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა და საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრებმა, ასევე, სამუშაო ჯგუფის წევრმა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე - ანა ჩერნიშოვა. სხვა სპიკერებთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. გიორგიმ აღნიშნა, რომ 2016 წელს საქართველოს პარლამენტი, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების განმახორციელებელი უწყება, პირველი იყო მსოფლიოს საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის, რომელიც შეუერთდა OGP-ის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელმშემწყობ დეკლარაციას.

 

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის განვითარება. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა, დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესამუშავებელი აქტივობების სამუშაო რედაქციები და დაგეგმეს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობა. „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება“ 2021-2022 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის პირველი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ არის ინიცირებული.

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, ზურაბ ჭურკვეიძე. 

 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან“ (IDFI) საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024