სამუშაო შეხვედრა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 24 დეკემბერი 2021

23 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც უმაღლესი საბჭოს 2020-2021 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შესრულება განიხილეს. 

 

უმაღლესმა საბჭომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 15 ვალდებულებიდან უდიდესი ნაწილი უკვე სრულად შეასრულა ან მიმდინარე ეტაპზეა. 

 

მოქალაქეთა ჩართულობის, საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მომზადდა და განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, დაინერგა პეტიციის ინსტიტუტი, ადაპტირდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი, დასრულების ეტაპზეა მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ფიზიკური სივრცის მოწყობა, ხოლო 2022 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა - უყუროს სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას, კანონპროექტებზე გააკეთოს კომენტარი, წარადგინოს პეტიცია ელექტრონულად, დაგეგმოს შეხვედრა დეპუტატთან, გაგზავნოს წერილი ელექტრონულად და მიიღოს სხვა ციფრული სერვისები. 

 

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, გამოითქვა უმაღლესი საბჭოსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და ძირითად გამოწვევად დასახელდა ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის მდგრადობის შენარჩუნება უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში. საკონსულტაციო ჯგუფის მხრიდან დადებითად შეფასდა უმაღლესი საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის გადადგმული ნაბიჯები. 

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024