ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

20 დეკემბერი 2021 image

IDFI-მ კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის ტრენინგი გამართა

2021 წლის 19 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეებისათვის, ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით: „ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა კერძო სექტორში“. ტრენინგი ჩაატარა საქართველოს ბანკის მთავარი შესაბამისობის ოფიცერმა,  ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ გოდერძიშვილმა.

17 დეკემბერი 2021 image

კარგი მმართველობის ფორუმი 2021: მთავარი გზავნილები და შედეგები

2021 წლის 6 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით „ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა: გამჭვირვალობის როლი, გაკვეთილები და მომავალი გეგმები” გამართა. 

17 დეკემბერი 2021 image

OGP გლობალური სამიტის პარტნიორთა სესია: ძლიერი ალიანსები შესყიდვების სფეროში კორუფციის წინააღმდეგ, OGP-ის ჭრილში

14 დეკემბერს, IDFI-ის ორგანიზებით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გაიმართა პარტნიორთა სესია, სათაურით: ძლიერი ალიანსები შესყიდვების სფეროში კორუფციის წინააღმდეგ, OGP-ის ჭრილში.

13 დეკემბერი 2021 image

რას უნდა ველოდოთ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტიდან?

„ღია მმართველობის პარტნიორობა“(OGP) წარმოადგენს გლობალურ მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს მთავრობების მხრიდან გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვა. 

9 დეკემბერი 2021 image

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ის ანტიკორუფციული საქმიანობა და არსებული გამოწვევები

ანტიკორუფციული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველი წლის 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე უმნიშვნელოვანესია სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისევე, როგორც მთლიანი საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია კორუფციის პრევენციისთვის, რაც, თავის მხრივ, არსებითია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების თვალსაზრისით პროგრესის მისაღწევად.

9 დეკემბერი 2021 image

საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები 2021 წელს

2021 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანტიკორუფციული რეიტინგების უმეტესობა საქართველოში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

7 დეკემბერი 2021 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეჩერებული პროცესი საქართველოში

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს მთავრობის განგრძობითი უმოქმედობით, რომლის შედეგად, ღია მმართველობის პროცესი საქართველოში ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერებულია.

6 დეკემბერი 2021 image

სემინარი საჯარო მოსამსახურეებისთვის თემაზე - საჯარო მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა

2021 წლის 3 – 4 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო მოსამსახურეებისთვის ორდღიანი გასვლითი სემინარი გამართა თემაზე „საჯარო მმართველობა და პოლიტიკის შემუშავების საუკეთესო პრაქტიკა“.

4 დეკემბერი 2021 image

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის ფორუმი 2021 (GG Forum 2021).

 

3 დეკემბერი 2021 image

IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღია პარლამენტის ფორუმზე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში პარლამენტის როლზე ისაუბრა

2021 წლის 2 დეკემბერს, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მონაწილეობას იღებს ტაივანის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (Legislative Yuan), ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და ტაივანისა და აზიის ერთობლივი ფონდის (TAEF) მიერ ორგანიზებულ ღია პარლამენტის ფორუმში (2021 Open Parliament Forum).