აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი ადაპტირებულია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 დეკემბერი 2021

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით აიღო სხვადასხვა ვალდებულება, იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი და ინკლუზიური გამხდარიყო უმაღლესი საბჭოს საქმიანობა 2021 წლის ბოლომდე. დასახელებული სამოქმედო გეგმის მე-6 ვალდებულება ითვალისწინებდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ყველაზე ავტორიტეტული გლობალური სახელმძღვანელო პრინციპების, Web Content Accessibility Guidelines (WCAG) 2.1-ზე დაყრდნობით მოამზადა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მისაწვდომობის კონცეფცია, რომელიც გაიზიარა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც.

 

აღნიშნული კონცეფციის შესაბამისად,  და პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ადაპტირდა უმაღლესი საბჭოს ვებგვერდი sca.ge. ადაპტირებულ ვებგვერდზე შესაძლებელია ტექსტისა და ფონის, ფერის, ფონტის შეცვლა სპეციალური წამკითხველი პროგრამით, რომლის საინსტალაციო ფაილი განთავსებულია ვებგვერდზე; შესაძლებელია ტექსტის წაკითხვა; ვებგვერდი ასევე იძლევა საშუალებას, რომ საინფორმაციო მასალები განთავსდეს სინქრონიზებული სუბტიტრებით.

 

უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის ადაპტირება ხელს შეუწყობს უმაღლეს საბჭოს, გაზარდოს ვებგვერდის შინაარსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა ინკლუზიური ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, გაზრდის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალობასა და ღიაობას და დადებით ზეგავლენას მოახდენს მოქალაქეთა ჩართულობაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
განცხადებები

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024