ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

20 იანვარი 2021 image

OECD-SIGMA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივმა პროექტმა (SIGMA) საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ფარგლებში შეაფასა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულება. 

18 იანვარი 2021 image

სახელმძღვანელო გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ

სახელმძღვანელო „საქართველოში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ“ შემუშავდა ევროპის საბჭოს რეგიონული პროექტის („ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“) ფარგლებში.

29 დეკემბერი 2020 image

ანტიკრიზისული გეგმის მიმოხილვა

COVID-19-ის პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დროული ჩართულობა და კარგად გათვლილი მოქნილი ანტიკრიზისული გეგმა. ანტიკრიზისული პაკეტი მიზნად უნდა ისახავდეს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებისა და კრიზისის მდგომარეობაში ყველაზე მოწყვლადი ხალხის დახმარებას.

 

29 დეკემბერი 2020 image

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

 

25 დეკემბერი 2020 image

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მონიტორინგის შედეგები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ კოვიდ-19 თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი“. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანია, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების და მის ფარგლებში ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის მონიტორინგი. 

24 დეკემბერი 2020 image

მოპოვებითი მრეწველობის გამჭირვალობის ინიციატივა (EITI) გაფართოებას აგრძელებს

მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების, მათ შორის გაზის, ნავთობის, ლითონების და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ სფეროში, კარგი მმართველობის გლობალურ სტანდარტს.

23 დეკემბერი 2020 image

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

23 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) ერთად საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) სამოქმედო გეგმის შესრულების 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიშის შედეგები წარადგინა.

 

11 დეკემბერი 2020 image

პარლამენტები როგორც ღია მმართველობის რეფორმის მონაწილე მხარეები (ღია მმართველობის პარტნიორობის ვირტუალური სასწავლო ტური)

ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD)ორგანიზებით 9 და 10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ვირტუალური სასწავლო ტურის ფორმატი ჰქონდა. ვირტუალური სასწავლო ტური მიზნად ისახავდა საპარლამენტო ღიაობის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

9 დეკემბერი 2020 image

COVID-19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში, კორონა ვირუსთან დაკავშირებული შესყიდვები ძირითადად გამარტივებული წესით ხორციელდებოდა. საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდგომაც, ძირითადი საქონლისა და მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით გაგრძელდა.

9 დეკემბერი 2020 image

საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება

2020 წელს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. მათი უმეტესობა მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება.