IDFI მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ჰაბი გახდა. GDB წარმოადგენს მონაცემების გლობალური ინდექსის კვლევას, რომელიც ეხება საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის მონაცემების მნიშვნელობას და ეფუძნება ღია მონაცემების ბარომეტრს.
2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.
20 ოქტომბერის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, გამართა პროექტის - „კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგი“ პრეზენტაცია.
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც ეფუძნება 30-ზე მეტ მონაცემთა წყაროს, რომლებიც მოქალაქეების, მეწარმეებისა და ექსპერტების შეხედულებებისა და გამოცდილებების კვლევებს წარმოადგენენ.
2020 წლის 2 და 8 ოქტომბერს, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტების მერების ბრძანებებით, 2020-2023 წლების კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები დამტკიცდა.
2019 წლის ოქტომბერში „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და სფეროს ექსპერტების კრიტიკის საგანი გახდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში განაახლეს მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები.
2019 წლიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან სრულად თბილისში გადმოვიდა. პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დასახელდა, რაც დაკავშირებული იყო ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან.
2020 წლის 2 ოქტომბერს, IDFI-მ კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით „პოლიტიკური კეთილსინდისიერება და არჩევნები: გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები” გამართა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე კარგი მმართველობის ფორუმი 2020 (GG Forum 2020).