ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

5 ივნისი 2015 image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობის შესახებ

რეგიონული კონფერენცია გახსნა ხელისუფლების სამივე შტოს ხელმძღვანელმა პირმა. სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

4 ივნისი 2015 image

საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკა (2012-2014)

2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

4 ივნისი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა საქართველოში წარმატებით დასრულდა

ევროპის რეგიონული ორდღიანი შეხვედრა გაიხსნა 3 ივნისს, ექსპო ჯორჯიაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ შორის იყო IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 4 ივნისს სიტყვით გამოვიდა.

3 ივნისი 2015 image

ღია მმართველობის სახეები - გიორგი კლდიაშვილი

OGP-ის ბლოგზე გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ IDFI-ს დირექტორთან და ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის თანა-თავმჯდომარესთან, გიორგი კლდიაშვილთან. 

1 ივნისი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა საქართველოში

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) 2011 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას. დღეისათვის ინიციატივის წევრია მსოფლიოს 65 ქვეყანა.

31 მაისი 2015 image

პროექტ საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში გარემონტდა, უახლესი ტექნიკით და უფასო ინტერნეტით აღიჭურვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდისთავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ნუკრიანის ბიბლიოთეკები.

28 მაისი 2015 image

„ქართული ოცნების“ 2 წლიანი მმართველობის შეფასება

28 მაისს სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ორი წლის შეფასების ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის "ღია მმართველობის" თავი მომზადებულ იქნა IDFI-ს მიერ.

28 მაისი 2015 image

ხელისუფლების კომენტარები IDFI-ს დასკვნაზე

ანგარიშის ერთ-ერთი თავი "ღია მმართველობის" შესახებ მომზადდა IDFI-ს მიერ, რომელიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდება ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებს.

27 მაისი 2015 image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხედვები საქართველოს შსს-ის რეფორმასთან დაკავშირებით

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების, მოდერნიზაციის და საზოგადოებრივი ჩართულობის ეფექტური მექანიზმის დანერგვისკენ.

25 მაისი 2015 image

OGP-ის ანგარიში აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სამოქალაქო სექტორზე მიმდინარე დევნასთან დაკავშირებით

საერთაშორისო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა - Civicus , Publish What You Pay და Article 19 - განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ხელს უშლის სამოქალაქო აქტივისტებს ისარგებლონ მათი გამოხატვის, ასოციაციებში გაწევრიანებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლებებით.