ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

30 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მეხიკოში

28 - 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015". სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე.

29 ოქტომბერი 2015 image

IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე

27 ოქტომბერს მექსიკაში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქალაქო საზოგადოების დღე გაიმართა OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში, რომელიც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ტარდება.

28 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა

27 ოქტომბერს საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა (the OGP Government Champions Award). დაჯილდოების ცერემონია მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, OGP-ის სამოქალაქო დღეზე გაიმართა, რომელიც 2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სამიტი მექსიკაში 28-29 ოქტომბერს ჩატარდა.

 

26 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს შეცვლილი საზღვრები ოკუპაციის შემდეგ

საერთო ჯამში 2008 წლის შემდგომ საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში), თუმცა მცოცავი ოკუპაცია კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოთ რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები გააგრძელებენ ე.წ. სადემარკაციო საქმიანობას.

26 ოქტომბერი 2015 image

2015 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში

28- 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართება ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015". სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბება, მათ შორის იქნებიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე.

21 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის

2015 წლის 12 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა გამოთქვა მზაობა ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership - OGP) ჩართულობაზე (ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) წარმოადგენს მრავალმხრივ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას გამჭვირვალობის, სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით).

20 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების უპირატესობები

ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. პირველ რიგში, ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანებით გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობები, რაც ენერგოუსაფრთხოებასთან ერთად ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

15 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაცია

რკინიგზის რესტრუქტურიზაცია იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებას და ფუნდამენტური ცვლილება საჭიროებს სწრაფად სწავლების და ეფექტიანად მუშაობის ორგანიზაციულ პოტენციალს გარემოში, რომელიც ხასიათდება სრული გაურკვევლობით და მნიშვნელოვანი პროფესიული რისკით.

15 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი

პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.

14 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობის საძიებო სისტემა - OGP Explorer

ღია მმართველობის პარტნიორობამ შექმნა ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების საძიებო ელექტრონული სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის აიოლებს წვდომას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ შეგროვებულ ვრცელ მონაცემებზე.