სამტრედიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა
2015 წლის 18 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საქართველოს პარლამენტის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის - გიორგი კახიანის -ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს, ასევე, განათლების, კულტურის და სამედიცინო სფეროს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.