ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

15 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაცია

რკინიგზის რესტრუქტურიზაცია იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებას და ფუნდამენტური ცვლილება საჭიროებს სწრაფად სწავლების და ეფექტიანად მუშაობის ორგანიზაციულ პოტენციალს გარემოში, რომელიც ხასიათდება სრული გაურკვევლობით და მნიშვნელოვანი პროფესიული რისკით.

15 ოქტომბერი 2015 image

საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი

პროექტის „ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“ ფარგლებში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი.

14 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობის საძიებო სისტემა - OGP Explorer

ღია მმართველობის პარტნიორობამ შექმნა ღია მმართველობის პარტნიორობის ვალდებულებების საძიებო ელექტრონული სისტემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის აიოლებს წვდომას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიერ შეგროვებულ ვრცელ მონაცემებზე.

13 ოქტომბერი 2015 image

საჯარო სექტორში არაფორმალური ინსტიტუტების შექმნის და არსებობის მიზეზები საქართველოში

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში არაფორმალური, არასამართლებრივი ურთიერთობები განსაკუთრებით ძლიერია, რაც ხელს უშლის ფორმალური საჯარო სექტორის ინსტიტუტების განვითარებას და შესაბამისად მთლიანად საზოგადოების განვითარებას.

13 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობამ OGP-ის წევრი ქვეყნების საუკეთესო სახელისუფლებო გუნდის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა

2015 წლის 19 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანია ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების საუკეთესო სახელისუფლებო გუნდის გამოვლენა (the OGP Government Champions Award). კონკურსის მიზანია სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევის წარმოჩენა.

13 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობამ თბილისში ჩატარებული კონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა

14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, ღია მმართველობის პარტნიორობა აქვეყნებს კონფერენციის სრულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც მოცემულია ყველა პანელური დისკუსიებისა და მოხსენებების ჩანაწერი ინგლისურ ენაზე.

9 ოქტომბერი 2015 image

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შეუერთდა OGP-ის დეკლარაციას „ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისათვის“

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი სათაურით - „ჩვენი სამყაროს ტრანსფორმაცია: მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030 წლისთვის“ დაამტკიცა.

7 ოქტომბერი 2015 image

ღია მმართველობის პარტნიორობა, როგორც გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება

2015 წლის 25 სექტემბერს, გაეროს დაარსებიდან 70-ე წლისთავზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგი დაამტკიცა. აღნიშნული დღის წესრიგი არის ამბიციური „გეგმა ხალხისთვის, სიღარიბის ყველა ფორმის დაძლევისთვის - გეგმა მთლიანად პლანეტისთვის, როგორც ჩვენი საერთო სახლისთვის“, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა პოსტ-2015 წლის განვითარების დღის წესრიგის სამიტის გახსნისას.

7 ოქტომბერი 2015 image

საქართველოდან აშშ-ს ლობისტური კომპანიებისთვის გადარიცხული თანხების ანალიზი (2008-2015 წწ.)

საქართველო აშშ-ში ლობისტურ საქმიანობას ეწევა 1991 წლიდან. მოცემული კვლევის ფარგლებში გაანალიზებულია აშშ-ში საქართველოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ლობისტურ საქმიანობაზე გაწეული ხარჯები 2008-2015 წლებში.

7 ოქტომბერი 2015 image

IDFI-ის ანალიტიკოსებმა CSRDG-ის მიერ ორგანიზებული დასკვნითი ტრენინგი ჩაატარეს

IDFI-ის ანალიტიკოსებმა 23-24 და 28-29 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩაატარებს.