ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა

30 მაისი 2016 image

11 ცალმხრივ ბილეთში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 62 000 ლარი გადაიხადა

IDFI-მ გამოიკვლია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მისი პროგრამის - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილეებისთვის თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვის ფაქტები. კვლევამ გამოავლინა, რომ 2013-2015 წლებში გამოცხადებულ ცხრა 571,714 ლარის საერთო ღირებულების ელექტრონული ტენდერის შედეგად სახელმწიფოს საჭიროზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწია. 

27 მაისი 2016 image

IDFI - GPSA-ის პარტნიორთა გლობალურ ფორუმზე

2016 წლის პარტნიორთა გლობალური ფორუმი 19-24 მაისს ვაშინგტონში გაიმართა. მონაწილეებს შორის იყვნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის, კერძო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) ფორუმზე წარმოადგენდა საბა ბუაძე, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროგრამის ფარგლებში.

 

25 მაისი 2016 image

პარლამენტის წევრების შეხვედრა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მისი საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის 4.4. ვალდებულებით გათვალისწინებულ საკითხზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსზე იმსჯელეს.

24 მაისი 2016 image

ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში

4 თვიანი მუშაობის შედეგად საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ და მასთან არსებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა შეიმუშავეს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი. კანონპროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას და გააძლიეროს პარლამენტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. რეგლამენტის ცვლილებების პროექტი შემუშავდა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

23 მაისი 2016 image

ევროკავშირის ახალი სტრატეგია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში

სტატიაში წარმოდგენილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მოკლე მიმოხილვა და მოცემულია საქართველოსათვის ყველაზე საინტერესო ევროპული დერეფნის ზოგადი დახასიათება.

19 მაისი 2016 image

სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა - მონიტორინგის შედეგები

წინამდებარე კვლევა ჩატარდა 2016 წლის 1-15 მაისის პერიოდში. ამჯერად, IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა და ტენდენციები განვლილი 2014 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით

16 მაისი 2016 image

კონცეფცია საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის შესახებ

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 1.2. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადებისა და საკანონმდებლო ინიციატივის ელექტრონული სახით წარდგენის და მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმის დანერგვას პარლამენტის ვებგვერდის მეშვეობით.

13 მაისი 2016 image

კონცეფცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივების შესახებ

საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2.1. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებას.

12 მაისი 2016 image

საქართველოს პარლამენტი OGP-ის დეკლარაციას შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარალამენტო საბჭოს მეშვეობით შეუერთდა OGP-ის დეკლარაციას ,,ღია მმართველობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისთვის.“

12 მაისი 2016 image

საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა ახალციხეში

ახალციხეში 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (OGP NAP) საჯარო განხილვა გაიმართა. ახალციხეში გამართული შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობისა ცენტრის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლობით შედგა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურადაა ჩართული "პარტნიორობა ღია მმართველობისათვის" საქმიანობაში. როგორც საჯარო კონსულტაციებში აქტიურად მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია, IDFI წარმოდგენილი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე.