2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოები
IDFI-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, რომელთაგან ყველაზე მეტი - 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 - ღირსების მედალი, ხოლო 1160 - მედალი მხედრული მამაცობისთვის. ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები. 2012 წელს გაიცა 2681 სახელმწიფო ჯილდო, 2013 წელს კი - 1926.