კონცეფცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივების შესახებ

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 მაისი 2016

2016 წლის 5-6 მარტს, საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საბჭომ მიიღო კონცეფცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2.1. ვალდებულების განხორციელებას. ვალდებულება გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებას. 

 

2.1. ვალდებულების საბოლოო ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპეციალური ვებგვერდის ან პარლამენტის ვებგვერდის საშუალებით დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივება. მიზნის განხორციელების პირველი ეტაპია ამგვარი პლატფორმის შესაქმნელად საჭირო კონცეფციის და ბიუჯეტის შემუშავება, რის ვალდებულებაც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის სექტემბრამდე აიღო.


ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) წევრი ქვეყნების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები ვებგვერდების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. გარდა ამისა, ღია მმართველობის პარტნიორობის გზამკვლევის სარეკომენდაციო ვალდებულებაცაა ინფორმაციის გავრცელების მასშტაბის გაზრდის მიზნით მოწყვლადი ჯგუფების სამიზნე ჯგუფად გამოყოფა.


საქართველოს პარლამენტმა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა (2015-2016) 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა. სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიმუშავეს საქართველოს ინტერფრაქციულმა და სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფებმა, 18 ვალდებულებისგან შედგება და პასუხობს ღია მმართველობის პარტნიორობის ოთხ ძირითად პრინციპს: მოქალაქეთა ჩართულობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება, ინოვაცია და ტექნოლოგიები.


საქართველოს პარლამენტს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარს უჭერს პროექტი „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. IDFI აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობას.

 

 

/public/upload/Meri/Geo Parliament pwds concet.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024